ქრისტეფორე არეშიძის ქუჩა

ქრისტეფორე არეშიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე), მდებარეობს ატენის ქუჩიდან ვერის ხეობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ბაზალეთის შესახვევი, შემდეგ კი დაერქვა ატენის შესახვევი. 1992 წელს ქართველი ქიმიკოსის ქრისტეფორე არეშიძის სახელი ეწოდა.

ქრისტეფორე არეშიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ვაკის რაიონი
წინა სახელები ბაზლეთის შესახვევი, ატენის შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება