ქრისტეფორე არაქელოვი
ქრისტეფორე არაქელოვი (დ. 6 ნოემბერი, 1915, ჩარდახლო, შამქორის რაიონი, აზერბაიჯანი — გ. 1995) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე.
ქრისტეფორე არაქელოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 ნოემბერი, 1915 |
დაბ. ადგილი | შამქორის რაიონი |
გარდ. თარიღი | 1995 |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
საქმიანობა | მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ჩარდახლოში, შამქორის რაიონში, აზერბაიჯანში. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტი, ხოლო 1953 წელს ასპირანტურა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფოთის (1937–1939 წწ.) და თბილისის (1940–1966 წწ.) სამუსიკო სასწავლებლებში. 1950 წლიდან კითხულობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზისა და ქართული ჰარმონიის კურსს. იგი სწავლობდა რუსულ–ქართული მუსიკალური ურთიერთობის საკითხებს, და ეწეოდა სარედაქციო მუშაობას. გარდა ამისა იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრიტიკული წერილის ავტორი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.[1]
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1963)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 187.