ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია არა-დენომინაციური (დამოუკიდებელი) ეკლესიაა, რომელიც დაარსდა პეკინში, ჩინეთი, 1917 წელს. ორგანიზაციის საერთაშორისო ასამბლეის ამჟამინდელი არჩეული თავმჯდომარეა მოძღვარი იუნგ-ჯი ლინი. ორგანიზაციას დაახლოებით 1.5 მილიონი მორწმუნე ჰყავს მსოფლიოში. ეს ეკლესია ქრისტიანობის პენტეკოსტალური მიმდინარეობის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა.

ეკლესიის ხუთი დოქტრინა

რედაქტირება

სულიწმინდა

რედაქტირება

"სულიწმინდის მიღება, რომლის მეშვეობითაც სყვადასხვა ენეზე ვლაპარაკობთ, არის ნიშანი ზეციური სასუფეველის მემკვიდრეობისა."

"წყლით ნათლისღება არის საეკლესიო საიდუმლო ცოდვების მოსანანიებლად და აღორძინებისათვის. მონათვლა უნდა აღესრულოს ბუნებრივ წყალში, მდინარეში, ზღვაში ან წყაროს წყალში."

ფეხის ბანა

რედაქტირება

"ფეხის განბანვის საიდუმლო საშუალებას გვაძლევს ქრისტესთან ზიარებისას. ის აგრეთვე გამუდმებით გვახსენებს სიyვარულს, სიწმინდეს, მორჩილებას, მიტევებას და შემწეობას. ყველამ, ვინც მოინათლა წყლით უნდა განიბანოს ფეყი იესო ქრისტეს სახელით. ორმხრივი ფეხის განბანვა უნდა აღსრულდეს როცა კი მოსახერხებელია."

წმინდა სერობა

რედაქტირება

"წმინდა რწმენა არის იესო ქრისტეს სიკვდილის ხსოვნის საიდუმლო. იგი საშუალებას გვაძლევს ვეზიაროთ ჩვენი ღმერთის სისხლს და ხორცს და რწმენაში ვიყოტ მასთან რომ ვცხონდეთ და მკვდრეთით აღვდგეთ უკანასკნელ ჟამს. ეს საიდუმლო უნდა აღესრულოს რაც შეიძლება ხშირად. მხოლოდ გაუფუებელი პური და ვაზის წვენი (ღვინო) გამოიyენება ამ დროს."

შაბათი დღე

რედაქტირება

"დღე შაბათი, კვირის მეშვიდე დღე არის წმინდა დღე, კურთხეული და დალოცვილი ღვთის მიერ მისი საქმეების სამახსოვროდ და მომავალი საუკუნო ცხოვრების იმედად."

დამატებითი დოქტრინები

რედაქტირება

"იესო ქრისტე, სიტყვა რომელიც იქმნა ხორცად, ეცვა ჯვარს ცოდვილთა სახსნელად, აღსდგა მესამე დღეს და ამაღლდა ცაში. ის არის ადამიანთა ერთადერთი მხსნელი, ცის და მიწის შემქმნალი და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი".

"წმინდა ბიბლია, რომელიც შედგება ძველი და ახალი აღთქმებისგან, შთაგონებულია ღმერთის მიერ, ერთადერთი დაწერილი ჭეშმარიტება, და კანონი ქრისტიანთათვის".

"ხსნა მიიღება ღმერთის შეწევნით და რწმენის მეშვეობით. მორწმუნეები უნდა დაეყრდნონ წმინდა წიგნს რათა გავნენ ჭეშმარიტებას, ღმერთის სადიდებლად და კაცობრიობის სიყვარულისთვის."

"იესო ქრისტეს ჭეშმარიტი რელიგია, დაფუძნებული ჩვენი მაცხოვრის მიერ სულიწმინდის მეშვეობით არის მოციქულთა დროის აღდგენილი მეშმარიტი ეკლესია. 'Latter Rain'- ის დროინდელი სულიწმინდა არის მოციქულთა დროინდელი აღდგენილი ჭეშმარიტი ეკლესია."

"ქრისტე მეორედ მოსვლა მოხდება ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს როცა ის დაეშვება ზეციდან რომ განსაჯოს კაცობრიობა. მართალნი ცათა სასუფეველში მოხვდებიან, ხოლო ცოდვილნი მარადიულ სატანჯველში დაიტანჯებიან."