ქოჩაქიძეები — არისტოკრატიული საგვარეულო დასავლეთ საქართველოში, ოდიშში. მემკვიდრეობით ფლობდნენ ჭალადიდს. თავადობა დაუმტკიცდათ რუსეთის მმართველობის პერიოდში, XIX საუკუნეში. იოანე ბატონიშვილის გენეალოგიურ ტრაქტატში შემონახული გადმოცემის მიხედვით, საგვარეულო მომდინარეობს თამარ მეფის დროს ზაქარია II მხარგრძელის მიერ დატყვევებული და შემდეგ საქართველოში გაქრისტიანებული ხვარაზმელი დიდგვაროვნისგან.

საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენელი იყო პოეტი გიორგი ჭალადიდელი (გიორგი ქოჩაქიძე; 1847-1898).

რესურესები ინტერნეტში რედაქტირება