ქოჩაკაანთკარის ეკლესია
ქოჩაკაანთკარის ეკლესია — ეკლესია სოფელ დავათის ჩრდილო-დასავლეთით, ერთ კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,4 X4,3მ), ნაგებია რიყის ქვით. ეკლესიის კამარა და კონქი ჩანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ და დასავლეთ კედლები. დანგრეულია ნახევარწრიული აფსიდიც, რომელიც უშუალოდ ერთვის გრძივ კედლებს. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ზღუდარი ჩამოვარდნილია. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო პატარა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ სარკმლის ქვეშ სწორკუთხა ნიშია.
ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. გადახურვის ბრტყელი და ღარიანი კრამიტები ჩამოცვენილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 242.