ქოროღლი

(გადამისამართდა გვერდიდან ქოროღლუ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქოროღლი (მრავალმნიშვნელოვანი).

„ქოროღლი“, „ქოროღლუ“ — ხალხური საგმირო-რომანტიკული დასთანი. შექმნილია XVI-XVII საუკუნეებში აზერბაიჯანში. ცნობილია 12 ეროვნული ვერსია, რომელთაც ორად აჯგუფებენ. I — აზერბაიჯანული და მისგან მომდინარე თურქული, სომხური, ქურთული, ქართული. II — თურქმენული და მისგან მომდინარე უზბეკური, ყაზახური, ტაჯიკური, არაბული (ბუხარის არაბების), ყარაყალპაკური და ტობოლურ-თათრული.

აზერბაიჯანული ქოროღლუს საბჭოთა საფოსტო მარკა, 1989 წ.

I ჯგუფის ვერსიების გმირი — „კეთილშობილი ყაჩაღი“ — შურს იძიებს იმის გამო, რომ შაჰმა (ბეგმა) მამამისს თვალები დასთხარა (აქედან გმირის სახელი ქოროღლი — ბრმის შვილი). ამ ჯგუფის ვერსიები სახალხო გმირის იდეალიზაციის დასაწყისი საფეხურია.

II ჯგუფის ვერსიების გმირი დიდებული გვარის შთამომავალია, ტომის ბელადი. იგი მკვდარი დედის მუცლიდან არის ამოყვანილი და მისი სახელიც - ქოროღლი გააზრებულია როგორც „საფლავის შვილი“ („გურ“ სპარს. საფლავი).

ქოროღლის სომხური და ტაჯიკული ვერსიები მთლიანად გალექსილია, მას ამღერებდნენ პროფესიონალი მთქმელ-შემსრულებლები. დანარჩენი ვერსიები პროზაულია და შიგ ჩართულია ლექს-სიმღერები — გმირთა იმპროვიზაცია. პროზაულ ტექსტს მთქმელი რეჩიტატივით კითხულობს, პოეტურს — ამღერებს სახის, ჩონგურის ან დომბრის თანხლებით.

ქოროღლის ქართული ვერსიის წყარო აზერბაიჯანულისა და თურქულის ვერსიებია. იგი დადასტურებულია ქართლში, კახეთში, საინგილოში, მესხეთსა და აარაში; უმეტესად პროზაულია. ქართული ვერსიის გმირის სახეში გაერთიანებულია სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი „კეთილშობილი ყაჩაღისა“ და ეროვნული-განმათავისუფლებელი გმირის სახე.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ჩლაიძე ლ., ქოროღლის ეპოსის ქართული ვერსია, თბ., 1978;
  • Кёр-оглу, восточный поэт-наездник, Тфл., 1856;
  • Жирмунский В. М., Зафиров Х. Т., Узбекский народный героический эпос, М., 1947;
  • Каррыев Б. А., Эпитеские сказания народов, М., 1968;
  • ჩლაიძე ლ., ქსე, ტ. 10 , გვ. 550, თბ., 1986