ქორეთის ეკლესიის წარწერა

ქორეთის ეკლესიის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის ღვთაების ეკლესიიდან. წარწერა სამშენებლო ხასიათისაა. იგი მიკვლეულ იქნა 1958 წელს გ. გაფრინდაშვილის მიერ[1].

ქორეთის ეკლესიის წარწერა.
 
ქორეთის ღვთაების ეკლესია

წარწერა ექვსსტრიქონიანია:

  1. †. სმ~ბო წო შე დ
  2. ა ადიდე მ~რმ დე
  3. ოფალი და შვილნი მ
  4. ისნი გ~ი და ხურსი ესე ბ
  5. ლჰ ... დაიდვა ქრნ~კნ
  6. სა სკ–სა

ანუ:

  1. †. სამებაო წმიდაო, შეიწყალე დ–
  2. ა ადიდე მარიამ დე–
  3. ოფალი და შვილნი მ–
  4. ისნი: გიორგი და ხურსი. ესე ბ–
  5. ლაჰ[ვარი] დაიდვა ქრონიკონ–
  6. სა სკ (=220)–სა

დახასიათება

რედაქტირება

ენობრივი თავლსაზრისით საყურადღებოა დეოფალ < დედოფალ –ს დისიმილაციური დაკარგვა. ასევე საყურადღებოა ანთროპონიმი ხურსი.

დათარიღება

რედაქტირება

წარწერა თარიღდება 1000 წლით (780+220=1000).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997
  1. გ. გაფრინდაშვილი, 1000 წლის სამშენებლო წარწერა ქორეთის ეკლესიაზე, ძეგლის მეგობარი, 21, თბ., 1970, გვ. 54–61