ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბიქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2013 წლის 29 ნოემბერს №10 დადგენილებით.[1]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
დევიზი ქობულეთი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად:

  • I ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია ვერცხლის თაღოვანი ხიდი და სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი
  • II და III ნაწილი — ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი.
  • IV ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ვერცხლის ციხე-სიმაგრე, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი.

გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ქობულეთი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება