ქობეთის კოშკი
ქობეთის კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ედისაში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.
კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვით. ნაგებობა შემორჩა ორი სართულის დონეზე. აღმოსავლეთ კედელი ჩანგრეულია, თუმცა აღიქმევა კოშკის ზურგი. არქიტრავული კარი გაჭრილია დასავლეთ კედელში, მეორე სართულის დონეზე.
კოშკი შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004, გვ. 16