ქისპორეთი ციხე — ციხესიმაგრე თურქეთში. მდებარეობს ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონის სოფელ ქისპორეთში; ზღვის დონიდან 750 მეტრზე. ნაგებია კირით. კომპლექსი მოიცავს 1 კოშკსა და ძირითად კონსტრუქციას.

ქისპორეთი
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ფართობი 0,021×0,018 კმ²
მასალა კირი

მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2,4 კმ-ში, მდინარე პარხლისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, მაღალ და ციცაბო კლდოვან ბორცვზე. ციხეს ეტყობა გადაკეთების რამდენიმე ფენა. როგორც ჩანს, სიმაგრეს მოგვიანებით ოსმალებიც იყენებდნენ. გოდოლი დასავლეთის მხარესაა. კარიბჭე სამხრეთიდან აქვს. შემორჩენილია კედლების ქონგურებიც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, თბ., 2017, გვ. 281