ქიმერიონი — კაფე XX საუკუნის დასაწყისის თბილისში. მდებარეობდა დღევანდელი რუსთაველის თეატრის შენობის ქვედა ფოიეს სართულზე. მასში თავს იყრიდა თბილისის ინტელიგენცია. აქ იკრიბებოდნენ „ცისფერყანწელები“. ტიციან ტაბიძე წერდა:

ვიკიციტატა
„ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“, კაფეს კედლები მთლიანად მოხატული იყო.“

„ცისფერყანწელების“ ინიციატივით კედლები მოხატეს მხატვრებმა — ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, მოსე თოიძემ, სერგეი სუდეიკინმა, სიგიზმუნდ ვალიშევსკიმ. კაფე მოგვიანებით რუსთაველის თეატრის ფოიედ და გარდერობად იქცა და მისი კედლები არაერთგზის გადაიღება.

ლიტერატურა

რედაქტირება