ქიაჩის ეკლესია
ქიაჩის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგერდა-ახუწაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. მდებარეობს ისტორიულ სოფელ ქიაჩში. ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. იგი მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ყოფილა.
ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ქიაჩის ეკლესია მოგვაგონებს გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების მიერ აგებულ ნეძვის ეკლესიას (ბორჯომის მუნიციპალიტეტი). ტაძრის მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. წერილობით წყაროებში არ იხსენიება. ქიაჩის ეკლესიიდან შემორჩენილია სამწერობელი, რომელიც აფხაზთა მეფის გიორგი II-ის (922-957 წწ.) სახელს უკავშირდება. ამაზე გვაუწყებს შესაბამისი ქართული ასომთავრული წარწერა. სამწერობელი მოთავსებულია ვერცხლის ბუდეში, რომელიც იმეორებს მის ფორმას.
ეკლესია აგებულია ადრე შუა საუკუნეებში. ეკლესია კირქვის ტუფითაა (ტრავერტინით) მოპირკეთებული. ქიაჩის ეკლესიის ხატზე შემორჩენილია სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის 1640 წლის წარწერა:
„მოვაჭედვინეთ და შევამკეთ თუალითა და მარგალიტითა ხატი ესე მთავარანგელოზისა და დავაბრუნეთ ქიაჩს.[1]“
|
XVII საუკუნიდან აფხაზების აქ დამკვიდრების შემდეგ ქიაჩის ეკლესიას ქიაჩაბაა (აფხ. ქიაჩის ციხე, კოშკი) შეერქვა.
ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვისტანი რ., ენგურ-მოქვისწყლის აუზის (აფხაზეთი) ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2015
- რჩეულიშვილი რ., VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში, თბ., 2018
- თუმანიშვილი დ., აფხაზეთის ქრისტიანული ტაძრები, ჟურნ. ჯვარი ვაზისა, I, თბ., 1995
- ბერძენიშვილი ი., აფხაზეთის „სამეკლესიანი ბაზილიკები“, კრებ. მართლმადიდებლობა აფხაზეთშიდა ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები, თბ., 2005
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი, I, თბ., 2007
- ცხადაია პ., ხორავა ბ., აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2016
- Рчеулишвили Л., Купольная архитектура VIII-X веков в Абхазии, Тбилиси, 2018.
- Адзинба И. Е., Архитектурные памятники Абхазии, Сухуми, 1958
- Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978