ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქვექსელები - იგივე Subnet Mask IP მისამართი შედგება ორი ნაწილისგან: ქსელის ID-ი და ჰოსტის ID-ი. იმ მიზნით, რომ სისტემამ მისთვის დანიშნული IP მისამართიდან შეძლოს თუ რომელია ქსელის ID გამოიყენება Subnet Mask-ი.

შეზღუდვები

რედაქტირება

ჩვეულებრივ, ოქტეტებში Subnet Mask-იც არის 32 თანრიგა მნიშვნელობა, რომელზეც IP მისამართისგან განსხვავებით გაგვაჩნია გარკვეული შეზღუდვები. სახელდობრ, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა IP მისამართის ორობით ჩანაწერში 0-ისა და 1-ის განლაგებასთან დაკავშირებით, ანუ IP მისამართის ორობით ჩანაწერში შესაძლებელია გვხვდებოდეს 0-ის შემდეგ 1-ი და პირიქით, მაგრამ Subnet Mask-ის შემთხვევაში არსებობს მკაცრი შეზღუდვა. Subnet Mask-ის 32 2 თანრიგა მნიშვნელობა მარცხნიდან აუცილებლად იწყება 1-ით და რომელიმე ბიტზე 0-ის ტოლი მნიშვნელობის მიღების შემდეგ მასში არ შეიძლება გვხვდებოდეს 1-ი. ამიტომ სანამ საწინააღმდეგო მოსაზრება არ იქნება ნათქვამი შეიძლება ჩაითვალოს, რომ Subnet Mask-ის 32 თანრიგა მნიშვნელობა შეიძლება შეიცავდეს 8, 16 ან 24 1-ის ტოლ ბიტს, ანუ Subnet Mask-ი შეიძლება ღებულობდეს მნიშვნელობას 255.0.0.0, 255.255.0.0 ან 255.255.255.0. მაგალითად, თუ გვაქვს IP მისამართი 192.168.1.15 და Subnet Mask-ი 255.255.255.0, მაშინ აღნიშნული IP მისამართიდან სამი ოქტეტი განსაზღვრავს ქსელის ID-ს, ხოლო მეოთხე ოქტეტი კი განსაზღვრავს ქსელში ჰოსტის ID-ს.

დამისამართება

რედაქტირება

საგულისხმოა ფაქტი თუ როგორ ხდება გაგება IP მისამართიდან Subnet Mask-ის მეშვეობით ქსელის ID და ქსელში რამდენი ჰოსტის ყოლაა შესაძლებელი შესაბამის ქსელში. იმისათვის, რომ გაიგოთ თუ რომელ ქსელს მიეკუთვნება IP მისამართი (მაგალითად, 192.168.1.15 Subnet Mask-ით 255.255.255.0) საჭიროა IP მისამართის ჰოსტის ნაწილის ყველა ბიტი აქციეთ 0-ის ტოლი. შედეგად მიღებული IP მისამართი წარმოადგენს იმ ქსელის მისამართს, რომელსაც აღნიშნული IP მისამართი მიეკუთვნება. რადგანაც ამ შემთხვევაში ბოლო ოქტეტი (მნიშვნელობით 15) შეესაბამება ჰოსტის ID-ს და მასში ყველა 0-ის ტოლი ბიტი შეესაბამება ათობით ჩანაწერს 0, ამიტომ საძიებელი ქსელის მისამართი იქნება IP მისამართი 192.168.1.0 Subnet Mask-ით 255.255.255.0. აღსანიშნავია, რომ ქსელის მისამართი წარმოადგენს უნიკალურ მნიშვნელობას და განსაზღვრავს მთელს ქსელს და არა რაიმე ჰოსტს ქსელში, ამიტომ მისი გამოყენება ქსელში რაიმე ჰოსტის იდენტიფიცირების მიზნით დაუშვებელია. გარდა ქსელის მისამართისა ყოველ ქსელში არსებობს კიდევ ერთი მისამართი, რომელსაც გააჩნია სპეციფიკური დანიშნულება და არ შეიძლება გამოყენებული იქნას რაიმე ჰოსტის იდენტიფიცირების მიზნით. ასეთ IP მისამართს წარმოადგენს ის მისამართი, რომელშიც ჰოსტის ნაწილის ყველა ბიტი ღებულობს 1-ის ტოლ მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში ეს იქნება მეოთხე ოქტეტი 1-ის ტოლი 8 ბიტით, რომლის შესაბამის ათობით მნიშვნელობასაც წარმოადგენს 255. ამრიგად, ყოველ ქსელში დაუშვებელია ორი მისამართის: ქსელის (პირველი) მისამართის და ბოლო მისამართის გამოყენება რაიმე ჰოსტზე იდენტიფიცირების მიზნით. ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება მისამართები: 192.168.1.0 და 192.168.1.255 Subnet Mask-ით 255.255.255.0. რადგანაც 1 ოქტეტი იძლევა 256 (0 - 255) განსხვავებულ მნიშვნელობას, ამიტომ ჩვენს შემთხვევაში ქსელში ჰოსტების რაოდენობა იქნება 254 (256 - 2). ასეთ ქსელში პირველი (გამოყენებადი) IP მისამართი, რომლის გამოყენებაც შეიძლება მოწყობილობაზე იქნება ქსელის მისამართს პლიუს ერთი (ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება IP მისამართი 192.168.1.1 (= 192.168.1.0 + 0.0.0.1)), ხოლო ბოლო გამოყენებადი მისამართი კი იქნება ბოლო მისამართს მინუს ერთი (ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება IP მისამართი 192.168.1.254 (= 192.168.1.255 - 0.0.0.1)).

ქვექსელის სისტემის მართვა

რედაქტირება

როგორ ხვდება სისტემა კომუნიკაციის სისტემა იმავე ქსელში განთავსებული თუ რაიმე სხვა ქსელში? ამ შემთხვევაშიც სისტემა მიმართავს Subnet Mask-ს. მისი მეშვეობით ის ადარებს საკუთარ IP მისამართს მიმღები სისტემის IP მისამართს. თუ შედარების შედეგად ორივე მისამართისთვის აღმოჩნდება, რომ ქსელის ID ტოლია, ანუ ორივე სისტემა ერთიდაიმავე ქსელში განთავსებული, მაშინ აგენერირებს შესაბამის პაკეტს და მონაცემებს გადასცემს პირდაპირ მიმღებ სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში პაკეტი ეგზავნება Router-ს. მაგალითად, დავუშვათ, რომ სისტემა IP მისამართით 192.168.1.15 და Subnet Mask-ით 255.255.255.0 საჭიროებს მონაცემების გადაგზავნას სისტემისთვის IP მისამართით 192.198.45.10. მონაცემების გაგზავნამდე გამგზავნი შეეცდება გაიგოს მიმღების სისტემა იმავე ქსელშია განთავსებული რაც თვითონ თუ სხვა ქსელში. ამ მიზნით ის საკუთარ მისამართს ადარებს მიმღები სისტემის IP მისამართს და შედარების პროცეში იყენებს საკუთარ Subnet Mask-ს (255.255.255.0) (ნახ. 4.1). რადგანაც ნახ. 4.1-ის მიხედვით განსხვავება ფიქსირდება მესამე ოქტეტზე, ამიტომ გამგზავნი სისტემა ასკვნის, რომ მიმღები სისტემა განთავსებულია სხვა ქსელში და საჭიროა გადაცემის პროცესში Router-ის ჩართვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

Cisco IP Addressing and Subnetting (ინგლისურად)

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვექსელები“-დან