ქვემო ხოდაშნის მეორე ნაეკლესიარი

ქვემო ხოდაშნის მეორე ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფელ ქვემო ხოდაშნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კმ-ზე. მთაზე, მოვაკებულ ადგილზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. გეგმა არ იკითხება. კედლების ნაშთები მიწიდან 0,5 მეტრის მანძილზეა შემორჩენილი. ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვით კირის ხსნარზე.

ლიტერატურა

რედაქტირება