ქვემო ხოდაშნის ამაღლების ეკლესია
ქვემო ხოდაშნის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ქვემო ხოდაშნის სამხრეთით. თარიღდება შუა საუკუნეებით. დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების ფრაგმენტები. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი. ეკლესია ნაგები იყო რიყისა და აგურის წყობის მონაცვლეობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 355.