ქვემო სბის კოშკი
ქვემო სბის კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სბაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკი ნაგებია ფიქალით და ფლეთილი ქვით. შემორჩა ორი სართული. სამხრეთი კედელი მთლიანად ჩაქცეულია. დასავლეთი და აღმოსავლეთი კედლები კი ნაწილობრივ. გეგმით ოთხკუთხა უნდა ყოფილიყო. კარი და სარკმლები აღარ შეიმჩნევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004