ქვემო ნიჩბისის კვირაცხოვლის ნაეკლესიარი
ქვემო ნიჩბისის კვირაცხოვლის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიჩბისში, მაღალი მთის ბორცვზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სიახლოვეს. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნაგებობა საძირკვლამდეა დანგრეული და დაფარულია ბუჩქებით. გეგმის წაკითხვა ვერ ხერხდება. შეიმჩნევა კედლის კონტურის ცალკეული ნაწილები. მის ადგილას აწყვია ქვები და მოწყობილია სალოცავი. აქვეა აღმართული ლითონის დიდი ჯვარი და ლითონისავე მილების ჩარჩოში ჩამოკიდებული ზარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30951