ქვემო ენთელის წმინდა ნინოს ეკლესია

ქვემო ენთელის წმინდა ნინოს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელში. შვერილაფსიდიანია დარბაზული ეკლესია.

ქვემო ენთელის წმინდა ნინოს ეკლესია
ქვემო ენთელის წმინდა ნინოს ეკლესია — საქართველო
ქვემო ენთელის წმინდა ნინოს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°40′42″ ჩ. გ. 42°46′57″ ა. გ. / 41.67833° ჩ. გ. 42.78250° ა. გ. / 41.67833; 42.78250
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული სხვადასხვა ფერის ბაზალტის ქვით, ზოგ ადგილას ჩასმულია გრანიტის ან მარმარილოს ქვაც. ეკლესიის საფასადო ქვები საგულდაგულოდაა შერჩეული და ლამაზი ფერადოვანი კოლორიტით იქცევს ყურადღებას. ნახევარწრიული შვერილი აფსიდი შედარებით წრვილი ქვითაა ნაგები.

ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა, კამარით გადახურული კარიბჭის გავლით. ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზი მარტივია, აღმოსავლეთიდან ნახევარწლიური აფსიდით. სარკმელი ოთხია თითო ყველა კედელში. სამი სარკმელი თაღოვანია, ერთი — დასავლეთისა — სწორკუთხაა. ოთხივე სარკმელი თითქმის ერთ სიმაღლეზეა გაჭრილი. სახურავი და დარბაზის სახურავი გაერთიანებულია და შემოსილია მოთითბერებული თუნუქის ფურცლებით. სახურავი საკმაოდ მაღალია, შესაბამისად დასავლეთის ფასადის ფრონტონიც უცვეულოდ მაღალია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მარსაგიშვილი გ., „ქვემო ენთელის წმინდა ნინოს ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ., 2013, გვ. 538