ქვეიოდმჟავა HIO3 — ძლიერი არაორგანული მჟავა. წყალში კარგად იხსნება. გახურებისას კარგავს წყალს და გარდაიქმნება ანჰიდრიდად. ქვეიოდმჟავა და მისი მარილები (იოდატები) ძლიერი მჟანგავებია. იღებენ კონცენტრირებული აზოტმჟავათი იოდის ჟანგვისას. იყენებენ იოდომეტრიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება