ქვედა მახუნცეთის ჯამე
ქვედა მახუნცეთის ჯამე — არქიტექტურული ძეგლი, ხის ორსართულიანი ჯამე. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში. თარიღდება XIX საუკუნით.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაჯამეს ექსტერიერი მოკრძალებული მასშტაბებითა და სადა არქიტექტურული სამკაულით იქცევს ყურადღებას; თუმცა მისი ინტერიერი ტრადიციულად მოჩუქურთმებულია. ქვის საფუძველზე აღმარტული ხის ორსართულიანი ჯამე ფედობზეა აღმართული. დიდი ზომის ფლეთილი ქვით ნახევარსარდაფია ნაშენი, ხით კი ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზია ამოყვანილი. ჯამე პირვანდელი კრამიტის საბურავითაა გადახურული. რეგიონისათვის ასევე ტრადიციული ცენტრალური, ჩრდილოეთის ფასადის გაფორმება - სამლოცველო დარბაზის პირველი სართული ფართო, სვეტებიანი აივნითა და ერთადერთი შესასვლელი კარით ეხსნება გარემოს, ზედა სართული კი სარკმლებით დანაწევრებულ დახურულ ლოჯიას წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11740