ქვედა ზეგანის წმინდა გიორგის ეკლესია

ქვედა ზეგანის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

დიდი ზომის დარბაზული ეკლესიიდან შემორჩენილია მხოლოდ იატაკის დონე. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენდა, აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული აბსიდით. მის ცენტრში მასიური ტრაპეზის ქვა დგას. საკურთხევლის წინ ორსაფეხურიანი სოლეაა. შესასვლელების კვალი სამივე კედელშია. ჩრდილოეთ კართან ორი საფეხურია. იატაკი მოგებულია თლილი ქვის კვადრებით. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით აქ მდგარა ხის ეკლესია, რომელიც დაანგრიეს ანტირელიგიური კომპანიების დროს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10085