ქეშელთის მეორე კოშკი
ქეშელთის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშელთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. პირველი სართული ამოვსებულია ქვით, ჩრდილოეთის კედელი ჩამონგრეულია. აქა-იქ შეინიშნება დუღაბის კვალი. გეგმის აზომვა არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004