ქეტოგნათები
ქეტოგნათები, ჯაგარყბიანები (ლათ. Chaetognatha) — ზღვის უხერხემლოების ტიპი. მათი სხეულის სიგძე 5–9 სმ-ს აღწევს, წაგრძელებულია, გამჭვირვალე. აქვს გვერდების და კუდის ფარფლები. თავზე ნამგლისებრი ჯაგრები საკვების მისატაცებლად, მარტივი ნაწლავი. სისხლის და გამოყოფის სისტემები არ გააჩნია. ნერვული სისტემა შედგება ხახისზედა ტვინისა და მუცლის განგლიონისაგან, რომლებიც გრძელი, გასწვრივი ჭიმებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ჰერმაფროდიტები არიან, ბინადრობენ ზღვის პლანქტონში.
ქეტოგნათები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Spadella cephaloptera | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Chaetognatha (Leuckart, 1854) | ||||||||||||
|
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 504.