ქემაკაუ — ტრადიციული ფიჯური საწყლოსნო ტრანსპორტის სახეობა. უფრო ფართო, ავსტრანეზიული ტრადიციის თანახმად, ქემაკაუ წააგავს კატამარანებსა და აუთრიგერიან კანოეებს. ქემაკაუ დრუაზე მცირე, ხოლო თაკიაზე დიდი მოდელია.[1]

1846 წლის ნახატი ფიჯიდან

კოლინ ფილიპის, პოლინეზიური ენების სპეციალისტის აზრით, 2016 წლის დისნეის ანიმაციურ ფილმში — „მოანა“ — მთავარი გმირების სანაოსნო კანოე, სწორედ ფიჯური ქემაკაუა. ფილიპის აზრით, დამდგმელმა მხატვრებმა კანოეს მოდელი კუნძულ ლაუკალაზე, კოროვას დასახლებაში სტუმრობისას დახატეს. სანაოსნო ნავის მოდელის კოროვას თემის თანხმობის გარეშე გამოყენება, შეიძლება მათი წინაპრების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევად ჩაითვალოს.[2]

  1. Ilaitia Turagabeci (19 აგვისტო, 2013). "Secrets of the camakau builders". წაკითხვის თარიღი:02.08.2017
  2. Madigibuli, Ana (27 ოქტომბერი, 2014). "Disney uses our camakau". Fiji Times. წაკითხვის თარიღი, 02.08.2017.