ქეთევან ანჯაფარიძე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქეთევან ანჯაფარიძე (დ. 9 ნოემბერი, 1922, ბანძა — გ. 2016) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1949–1950 წლებში იყო სოხუმის ჯანგანყოფილების მთავარი ეპიდემიოლოგი. 1951–1960 წლებში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს საავადმყოფო–პოლიკლინიკის მთავარი ექიმი. 1960–1973 წლებში რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს – ექიმი ორდინატორი–თერაპევტი. 1973 წლიდან ამავე საავადმყოფოს ნეფროლოგიური განყოფილების გამგე და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ნეფროლოგი. ავტორია 38 სამეცნიერო–პრაქტიკული ნაშრომის, ნეფროლოგიის აქტუალურ საკითხებზე. 1940–1943 წლებში იყო სოხუმის კომკავშირის ქალაქკომის პირველი მდივანი.

1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობა კურორტ საირმეზე“.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1976 - მედალი „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი“
  • 1945 - მედალი „კავკასიის დაცვისთვის“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 18
  • წიგნი ღირსებისა: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2001 გვ. 197

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება