ქაფპლასტი
ქაფპლასტი — აქაფებული (უჯრედოვანი) პლასტიკური მასების (აირით სავსე პლასტმასების) მასალების კლასი.
რაკი ქაფპლასტის ძირითად მოცულობას აირი წარმოადგენს, მისი სიმკვრივე არსებითად დაბალია, ვიდრე საწყისი მასალისა (პოლიმერი). ეს განაპირობებს შედარებით მაღალ თბოსაიზოლაციო და ბგერათსაიზოლაციო თვისებებს მოცემული კლასის მასალებში.
გამოიყენება როგორც: ნაკვეთურების მსუბუქი შემავსებელი, რომელიც ხომალდებში წყლის შეღწევას გამორიცხავს; ტივტივების, სამაშველო ჟილეტებისა და გულსაფრების დასამზადებელი მასალა; სამედიცინო ტარის დასამზადებელი მასალა, რომლითაც დონოროის ორგანოების ტრანსპორტირება ხდება. გამოიყენება როგორც თბოიზოლატორი და ბგერათიზოლატორი მშენებლობისას; საკონსტრუქციო სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა (ფორმაწარმომქმნელი და დეკორატიული ელემენტი); თბოიზოლატორი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებში (მაგალითად, მაცივრებში); შესაფუთი სხვადასხვა საქონლისთვის (მტვრევადი საგნები), მათ შორის, საკვები პროდუქტებისთვის; გამოიყენება ლითონის ჩამოსხმისას ყალიბების სახით.