ქართული მანეთი

ფულის ერთეული

ქართული მანეთისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1919-1921 წლებში, იხ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები) და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (1921-1923 წლებში) ფულის ერთეული. ქართულმა მანეთმა ჩაანაცვლა პირველი ამიერკავკასიური რუბლი და იგი შედგებოდა 100 კაპიკისგან. მას შემდეგ, რაც საქართველო ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა, ქართული მანეთი მეორე სამხრეთკავკასიურმა რუბლმა შეცვალა. გამოდიოდა მხოლოდ ქაღალდის ფულის სახით, მინიმუმ 50 კაპიკიანი და მაქსიმუმ 5000 მანეთიანი კუპიურები.

ქართული მანეთი
1919 წლის 1 მანეთი
1919 წლის 1 მანეთი
ოფიციალური
მომხმარებლები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
შედგება 100 კაპიკისგან
მონეტები არ მოჭრილა
ბანკნოტები 50 კაპიკი,
1, 3, 5, 10, 25, 50, 100, 500, 1000, 5000, 10 000, 100 000, 500 000, 1 000 000, 5 000 000 მანეთი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბანკნოტები რედაქტირება

ღირებულება ძირითადი ფერი წინაპირი უკანა მხარე
1919 წლის სახაზინო ვალდებულებები
25 მანეთი ნაცრისფერი, ყავისფერი    
100 მანეთი ნაცრისფერი    
500 მანეთი ნაცრისფერი, ცისფერი    
1000 მანეთი ნაცრისფერი, მეწამული    
5000 მანეთი ნაცრისფერი    
1919 წლის გამოშვება
50 კაპიკი ყვითელი, ლურჯი    
1 მანეთი წითელი, ყავისფერი    
3 მანეთი მწვანე    
5 მანეთი ვარდისფერი, ყავისფერი    
10 მანეთი წითელი, მეწამული    
50 მანეთი მეწამული    
100 მანეთი მწვანე    
500 მანეთი ვარდისფერი, ლურჯი    
1921 წლის გამოშვება
1000 მანეთი ყვითელი, ცისფერი    
5000 მანეთი მეწამული    

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ბანკნოტები რედაქტირება

1922 წლის 7 დეკემბრის დეკრეტი №14-ის საფუძველზე საქართველოს სახკომსაბჭომ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 დეკემბრიდან დაბეჭდილიყო და მიმოქცევაში გამოსულიყო 10 000 მანეთის ღირსების ქართული ბონი[1].

ღირებულება ძირითადი ფერი წინაპირი უკანა მხარე
1922 წლის გამოშვებები
10 000 მანეთი ცისფერი, ვარდისფერი    
1922 წლის სახაზინო ვალდებულებები
100 000 მანეთი ნაცრისფერი, ვარდისფერი    
500 000 მანეთი ცისფერი, სტაფილოსფერი    
1 000 000 მანეთი ვარდისფერი, ცისფერი    
5 000 000 მანეთი ყვითელი, ნაცრისფერი    

ლიტერატურა რედაქტირება

  • Васюков А.И., Горшков В.В., Колесников В.И., Бумажные денежные знаки России и СССР, Политехника, 1993. — 215 გვ, ISBN 5-7325-0325-0.
  • Cuhaj G.S., Standard Catalog of World Paper Money. General Issues 1368—1960, 12-е изд, Krause Publications, 2008. — 1223 გვ, ISBN 978-0-89689-730-4.

სქოლიო რედაქტირება