ქართული თეთრი (XIX საუკუნე)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქართული თეთრირუსულ-ქართული ვერცხლის ფული. იჭრებოდა 1804-1834 თბილისის ზარაფხანაში, რომელიც მოწყობილი იყო ყოფილ სამეფო აბანოს შენობაში, ახლანდელ საპატრიარქოს რეზიდენციასთან. ქართული თეთრის ემისია გამოწვეული იყო რუსული წვრილი ფულის დეფიციტით. საქართველოში მას ჭრიდნენ ახტალისა და ალავერდის მაღაროებში მოპოვებული ლითონისგან. ქართული თეთრი დამყარებული იყო აბაზის სამონეტო სისტემაზე, რომლის ძირითადი ფულადი სათვლელი ერთეულია დინარი, ანუ აბაზის 1/200. შუბლზე გამოსახულია გვირგვინი, პალმისა და ზეთისხილის რტოები, ქართული ზედწერილი ,,ტფილისი“. ზურგზე არის წარწერა „ქართული თეთრი“, ქართული ასო-ნიშნებით-ნომინალი (უ, ს, რ,) და მოჭრის თარიღი, ხოლო ქვედა კიდესთან მზარაფის რუსული ინიციალები. იჭრებოდა 3 ნომინალი: ორი აბაზი-უ (=400 დინარს), აბაზი-ს (=200), ნახევარი აბაზი-რ (=100). 1804-1834 წლებში მოიჭრა 53035685 აბაზის ღირებულების ფული. ქართული აბაზი ოფიციალურად გატოლებული იყო 1 რუსულ რუბლთან, თუმცა ვერცხლის რეალური შემცველობით უდრიდა 0,803 რუბლს. სხვაობა საიმპერიო ხაზინის მოგებას შეადგენდა. 1834 წელს თბილისის ზარაფხანა დაიხურა, ქართული თეთრი მიმოქცევაში დარჩა თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე.„ქართული თეთრი“ - რუსულ-ქართული ვერცხლის ფული. იჭრებოდა 1804-1834 თბილისის ზარაფხანაში, რომელიც მოწყობილი იყო ყოფილ სამეფო აბანოს შენობაში, ახლანდელ საპატრიარქოს რეზიდენციასთან. ქართული თეთრის ემისია გამოწვეული იყო რუსული წვრილი ფულის დეფიციტით. საქართველოში მას ჭრიდნენ ახტალისა და ალავერდის მაღაროებში მოპოვებული ლითონისგან. ქართული თეთრი დამყარებული იყო აბაზის სამონეტო სისტემაზე, რომლის ძირითადი ფულადი სათვლელი ერთეულია დინარი, ანუ აბაზის 1/200. შუბლზე გამოსახულია გვირგვინი, პალმისა და ზეთისხილის რტოები, ქართული ზედწერილი „ტფილისი“. ზურგზე არის წარწერა „ქართული თეთრი“, ქართული ასო-ნიშნებით-ნომინალი (უ, ს, რ,) და მოჭრის თარიღი, ხოლო ქვედა კიდესთან მზარაფის რუსული ინიციალები. იჭრებოდა 3 ნომინალი: ორი აბაზი-უ (=400 დინარს), აბაზი-ს (=200), ნახევარი აბაზი-რ (=100). 1804-1834 წლებში მოიჭრა 53035685 აბაზის ღირებულების ფული. ქართული აბაზი ოფიციალურად გატოლებული იყო 1 რუსულ რუბლთან, თუმცა ვერცხლის რეალური შემცველობით უდრიდა 0,803 რუბლს. სხვაობა საიმპერიო ხაზინის მოგებას შეადგენდა. 1834 წელს თბილისის ზარაფხანა დაიხურა, ქართული თეთრი მიმოქცევაში დარჩა თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 885