ქართულა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, გულისებრი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან მცირე ზომისაა, ცილინ-დრულ-კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი სქელია და საშუალო სიმკვრივის. რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს, კნატუნა.

ქართულა ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის წონა 140-170 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-9 გ/ლ-ს.

იძლევა საშუალო ღირსების სასუფრე ყურძენს და სუფრის თეთრ მშრალ ღვინოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 377