ქართლელები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ქართლელები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ შიდა ქართლში (მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობები), ქვემო ქართლში, თორში. საუბრობენ ქართლურ დიალექტზე, რომელიც ლიტერატურული ქართული ენის ერთ-ერთი საფუძველია. წარსულში ქართლელები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 580.000 ქართველი, ქართლური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.