ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი
„ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი“ — სკულპტურული კომპლექსი საქართველოში, ქალაქ გორში. მდებარეობს გორის ციხის ძირში. შედგება წრიულად ქვის ბლოკებზე მჯდარი 8 მებრძოლის ქანდაკებისაგან.[1] ავტორი — მოქანდაკე გოგი ოჩიაური. შეიქმნა 1981–1985 წლებში. ეწოდა „რექვიემი“.[2] თავდაპირველად განთავსდა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გარშემო (მოპირდაპირედ, 4–4). 2009 წელს მოხდა მემორიალის გორში გადატანა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 The Memorial of Georgian Warrior Heroes (ინგლისური). georgiaabout.com (25 ივნისი, 2013). ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2020.
- ↑ ვაკის პარკის ქანდაკებები. ქვათა ღაღადი. speakingstones.jumpstart.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-09. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2020.