ქართველთა დასახლება მოსკოვს XVII-XVIII საუკუნეებში
ქართველთა დასახლება მოსკოვს XVII-XVIII საუკუნეებში — საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ფილიალი მოსკოვში. ექსპოზიცია გაიხსნა 1981 წლის 23 ივნისს ქართველთა ყოფილ საცხოვრებელ მემორიალურ შენობაში, ბოლშაია-გრუზინსკაიაზე. მუზეუმში მოთავსებული ექსპონატები ქრონოლოგიურად ასახავს საქართველოს სამეფო-სამთავროების ურთიერთობის განვითარებას, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას რუსეთის სახელმწიფოსთან, ქართველთა პირველ ჩასვლას მოსკოვში, მათი ახალშენის წარმოქმნას და ქართული კულტურის ამ კერის ისტორიას. ექსპონატები წარმოაჩენს მოსკოვში მცხოვრებ ქართველთა მრავალმხრივ — დიპლომატიურ, კულტურულ, სამხედრო — შემოქმედებას, მათ ურთიერთობას რუს მეცნიერებთან, მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ფ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 461.