ქარდა ქარდუხი

ქართველი მწერალი, მთარგმნელი

ქარდა ქარდუხი (ნამდვილი სახელი — ფრიდონ ქარდავა; დ. 11 მარტი, 1974, სოფ. შრომა, სოხუმის რაიონი) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი.

ქარდა ქარდუხი
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1974(1974-03-11) (50 წლის)
საქმიანობა მწერალი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე ქეთევან გიორგაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1974 წლის 11 მარტს დაიბადა სოხუმის რაიონ სოფელ შრომაში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და 1991 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ისტორიის განხრით, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. 1992–1993 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში. 1999-2004 წწ მუშაობდა ბათუმში, სკოლაში „ევრო 2000“, ისტორიის მასწავლებლად. ამჟამადაც ცხოვრობს ბათუმში და მუშაობს არქივში.

ჰყავს მეუღლე — პოეტი ქეთევან გიორგაძე და ვაჟი — ქუჯი ქარდავა.

შემოქმედება

რედაქტირება

მისი პირველი ნოველა „აღელდი პონტო“ გამოქვეყნდა გაზეთ „აჭარაში“ 1994 წელს. იმავე წელს მოთხრობა „ვარსკვლავმორბედი“ დაიბეჭდა კრებულში „მზე მოვა ვიდრე“. აქვეყნებდა თარგმანებს ამერიკული პოეზიიდან. 2001 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „მნათობი“, „ცისკარი“, „ლიტერატურული პალიტრა“,„ჭოროხი“, „ჩვენი მწერლობა“.

2000–2004 წწ თარგმნიდა ცნობილი ამერიკელი პოეტის, ედგარ ლი მასტერსის ნაწარმოებს „სფუნ რივერის ანთოლოგია“. პოემა ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა გაზეთში „ჩვენი მწერლობა“, ასევე ჟურნალ „ომეგასა“ და „ალტერნატივაში“. 2005 წელს გამოიცა ედგარ ლი მასტერსის პოემის „სფუნ რივერის ანთოლოგიის“ მისეული თარგმანი წიგნად.[1]

მოთხრობა „მანსარდა თავლაში“ და ემილი დიკინსონის ერთი ლექსის თარგმანი დაიბეჭდა კრებულში „ურაკპარაკი 2008“. მოთხრობა „ნოსირი“ შევიდა ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტში „ჩემი მოთხრობა“.

მონაწილეობდა გამომცემლობა „ინტელექტის“ პროექტში „ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი“ (უოლტ უიტმენი, რადიარდ კიპლინგი).2011 წელს მისი რომანი „ძაფზე მოფარფატე სული“ დიბეჭდა ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ ხოლო 2013 წელს გამომცემლობა „საუნჯემ“ როსტომ ჩხეიძის რედაქტორობით გამოსცა წიგნად.[2]

2015 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული „ბატიბუტის ჩურჩხელა“.

მოთხრობა „თუნთია“ 2017 წელს დაიბეჭდა „ლიტერატურულ გაზეთში“,[3] ხოლო 2018 წელს ბულგარეთში, კრებულში „მორე“.

ჟურნალ მასწავლებლისა და ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ს ორგანიზებით გამართულ კონკურსში მისი მოთხრობა „აცილება“ შევიდა საუკეთესო მოთხრობათა ათეულში.[4]

2020 წელს გამომცემლობა „პალიტრა L“ -ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გახდი ბესთსელერის ავტორი, მისი რომანი „ჰერმესის დახლიდარები“ გახდა ხალხისა და ჟიურის ერთობლივი რჩეული[5] და გამოიცა წიგნად.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. NPLG Online Catalogs : ძიების შედეგი. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021
  2. ძაფზე მოფარფატე სული / ქარდა ქარდუხი ka. საბა. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021
  3. ლიტერატურული გაზეთი №3 (187). ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021[მკვდარი ბმული]
  4. „ლიტერატურული კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის“ ათეული ცნობილია!“. mastsavlebeli.ge. 9 სექტემბერი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-25. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. "ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. ჰერმესის დახლიდარები / ქარდა ქარდუხი ka. საბა. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021