ქარა დავუდ-ფაშა

(გადამისამართდა გვერდიდან ქარა დავუდ ფაშა)

ქარა დავუდ-ფაშა (თურქ. Kara Davut Paşa; დ. 1570, ბოსნია — გ. 18 იანვარი, 1623, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, კაპუდან-ფაშა და დიდი ვეზირი 1622 წლის 20 მაისიდან 1622 წლის 13 ივნისამდე. ცნობილია, როგორც ოსმან II-ის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ქარა დავუდ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის კაპუდან-ფაშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1618 – 1620

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 1622 – 13 ივნისი, 1622
წინამორბედიდილავერ-ფაშა
მემკვიდრემერე ჰუსეინ-ფაშა

დაბადებული1570
ბოსნია
გარდაცვლილი18 იანვარი, 1623
სტამბოლი
მეუღლედილრუბა სულთანი
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავუდ-ფაშა დაიაბადა 1570 წელს, ბოსნიის სანჯაყში. პატარა იყო როდესაც მოხვდა სტამბოლში, სადაც განათლება სულთნის კარზე, ენდერუნში მიიღო. 1604 წელს იგი დაქორწინდა მეჰმედ III-ისა და ჰალიმე სულთნის ქალიშვილზე - დილრუბა სულთანზე. ამავე წელს დაინიშნა რუმელიის ბეილერბეიდ, ხოლო 1605 წელს მიიღო ანატოლიის ბეილერბეის თანამდებობა. დავუდი მონაწილეობდა ჯელალების აჯანყების ჩახშობაში, ირან-ოსმალეთის ომსა და 1621 წელს ოსმალეთ-პოლონეთის ომში. 1618 წელს, მუსტაფა I-ის მმართველობის დროს, მან მიიღო კაპუდან-ფაშას თანამდებობა. სულთან მუსტაფას ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, ტახტზე მისი ძმისშვილი ოსმან II ავიდა. თავდაპირველად დავუდმა შეძლო თანამდებობის შენარჩუნება, მაგრამ 1620 წელს გარკვეული მიზეზების გამო თანამდებობა დაკარგა. 1622 წლის 18 მაისს, იანიჩრებმა მორიგი აჯანყების დროს ტახტიდან ჩამოაგდეს ოსმან II. აჯანყებულებმა გაანთავისუფლეს მუსტაფა I და მეორედ აიყვანეს ტახტზე. დადიოდა ხმები, რომ აჯანყებამდე რამდენიმე ხნით ადრე დავუდ-ფაშა და ჰალიმე სულთანი მალულად ხვდებოდნენ იანიჩრებს, რათა აჯანყება მოეწყოთ ოსმან II-ის წინააღმდეგ და ტახტზე ისევ მუსტაფა აეყვანათ. თურქი ისტორიკოსის იბრაჰიმ ფეჩევის თქმით, ქარა დავუდმა, იანიჩარ დერვიშ აღასთან და სხვა მეთაურებთან ერთად პირადად მიიღო ოსმან II-ის სიკვდილით დასჯაში მონაწილეობა. 20 მაისს, მუსტაფას დედის, ჰალიმე სულთნის ბრძანებით, ქარა დავუდმა იედიყულეს ციხეში ოსმანი სასტიკად სცემა და შემდეგ დაახრჩო. მან გარდაცვლილ სულთანს მოაჭრა ცხვირი და ერთი ყური, იმის დასამტკიცებლად რომ ოსმანი ნამდვილად მკვდარი იყო. 1622 წლის 20 მაისს ქარა დავუდი დაინიშნა დიდ ვეზირად,მაგრამ მან თანამდებობა მხოლოდ 13 ივნისამდე შეინარჩუნა. 1622 წელს იგი აჯანყებულებმა შეიპყრეს და 1623 წლის 18 იანვარს სულთან ოსმანის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. დავუდ-ფაშა დაკრძალეს აქსარაიში, მურად-ფაშას მეჩეთთან მდებარე სასაფლაოზე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Colin Imber. The Ottoman Empire, 1300-1650: The Structure of Power.
  • Sakaoğlu,Necdet (1999), Bu Mülkün Sultanları, İstanbul.
  • İhtifalcı M. Ziya Bey, «İstanbul ve Boğaziçi».