დილავერ-ფაშა (თურქ. Dilaver Paşa; გ. 19 მაისი, 1622) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1621–1622 წლებში.[1] დილავერ-ფაშა წარმოშობით იყო სერბი. 1621 წელს, სულთან ოსმან II-მ დილავერი ოჰრილი ჰუსეინ-ფაშას ნაცვლად დანიშნა დიდ ვეზირად. იქამდე დილავერი განაგებდა დიარბაქირს და საბჭოს სხდომაშიც კი არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 1622 წლის მაისში, დაიწყო იანიჩარების აჯანყება. ისინი მოითხოვდნენ დიდი ვეზირის, ჰარამხანის მთავარი საჭურისის სულეიმან აღასა და სულთნის აღმზრდელის, ლალა ომერ ეფენდის გადმოცემას. სულთან ოსმანმა მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილა და დილავერ-ფაშა და სულეიმან-აღა იანიჩრებს გადასცა. 19 მაისს, იანიჩრებმა დილავერ-ფაშა და სულეიმან-აღა მოკლეს. დაკრძალულია უსქუდარში.

დილავერ-ფაშა
Dilaver Pasha
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 17 სექტემბერი, 1621
მმართ. დასასრული: 19 მაისი, 1622
წინამორბედი: ოჰრილი ჰუსეინ-ფაშა
მემკვიდრე: ქარა დავუდ-ფაშა
სულთანი: ოსმან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: სერბეთი
გარდ. თარიღი: 19 მაისი, 1622
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

2015 წელს დაწყებულ თურქულ ისტორიულ სერიალში — დიდებული საუკუნე: ქიოსემში, დილავერ-ფაშას როლს ასრულებს თურქი მსახიობი ოღუზ ოქული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Uzunçarsılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.373
  • Danişmend, İsmail Hâmi (1971), Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Sakaoğlu, Necdet (1999), Bu Mülkün Sultanları, İstanbul:Oğlak ISBN 975-329-6 say.227
  1. İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971 (Turkish)