ქარავანთუფროსი
ქარავანთუფროსი — ქარავანბაში, საქონლის შემოტანა-გატანის ორგანიზატორი ქალაქში. თბილისში საქონლის შემოტანა-გატანა უმთავრესად ქარავნებით ხდებოდა. ქარავნები, ჩვეულებრივ, აქლემებისგან, ზოგჯერ კი — ცხენის, ჯორის, ვირის და ხარისგანაც კი იყო შედგენილი. მრავალრიცხოვან ქარავანში რამდენიმე ათეული კაცი ერთიანდებოდა. ქარავნის მოგზაურობას ქარავანთუფროსი მეთაურობდა. მას თავისი ხელქვეითი მოხელეებიც ჰყავდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 882, ISBN 99928-20-32-2.