ქანჩსაჭრელი ჩარხი

ქანჩსაჭრელი ჩარხი — ლითონსაჭრელი ჩარხი, რომელშიც წაგრძელებული კონსტრუქციის სპეციალური სამანქანო შიგსახრახნებით ქანჩებში ჭრის კუთხვილს. ქანჩსაჭრელი ჩარხები არის არაავტომატური, ნახევრად ავტომატური და ავტომატური ციკლით მომუშავე. არაავტომატური ქანჩსაჭრელი ჩარხი ჩეულებრივ ერთშპინდელიანია. დამუშავებული ქანჩები ჩამოეცმება ქანჩსაჭრელზე. ღეროს მთლიანად შევსების შემდეგ ქანჩსაჭრელს მოხსნიან და ქანჩებისაგან გაათავისუფლებენ. ნახევრად ავტომატურ და ავტომატურ ქანჩსაჭრელ ჩარხებს აქვთ 2, 4, 6, 8 შპინდელი.

ლიტერატურა რედაქტირება