ქალი სარკეში (სერიალი)

ქალი სარკეში (ესპ. La Mujer en el Espejo) — კოლუმბიური ტელესერიალი, რომელიც Telemundo-ს მიერ 2004-2005 წლებში იქნა გამოშვებული.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ხულიანა სოლერისათვის მარტოობა ცხოვრების მუდმივი ნაწილია. მას ნამდვილი სიყვარული არასოდეს წვევია. ხულიანა წესიერი, მომხიბვლელი, ჭკვიანი, თუმცა გარეგნულად შეუხედავი გოგონაა. მიუხედავად ამისა ბედისწერა მას ახალი ცხოვრების დაწყების შანსს აძლევს. დეიდა მერსედესი გოგონას ძველ, ჯადოსნურ სარკეს აჩვენებს. სარკე ხულიანას ულამაზეს ქალად გადააქცევს. თუმცა ამ სილამაზეს რამდენიმე მინუსი აქვს. პირველი ის, რომ ლამაზმა ხულიანამ სარკეში რომ ჩაიხედოს, სარკეში კვლავ მახინჯი გამოჩნდება და მეორე ის, რომ გოგონა მომხიბვლელი მხოლოდ დღისითაა, ღამე მას თავისი ნადვილი გარეგნობა უბრუნდება.

ხულიანა, მარიცა ფერერის სახელით, მუშაობას დაიწყებს კოსმეტიკურ კომპანიაში Mutti Enterprises-ში, რომლის მფლობელია გაბრიელ მუტი. სამსახურში მარიცა გაიცნობს და შეუყვარდება კომპანიის მფლობელის შვილი მარკოს მუტი. თუმცა მარიცამ არ იცის, რომ მარკოსი გაბრიელის აყვანილი შვილია, ხოლო გაბრიელის ნამდვილი შვილი თავად არის.

მარიცა ფერერს სამსახურში უამრავი წინააღმდეგობის გადატანა უწევს. მას უპირისპირდება გაბრიელის ბოროტი მეუღლე ბარბარა მონტესინოსი. ბარბარა თავისი საყვარლის, ალბერტოს მეშვეობით ყველაფერს აკეთებს, რათა ქმრის ქონება ხელში ჩაიგდოს. იგი მარიცას უამრავ მახეს უგებს.

ერთ დღეს ბარბარა ცეცხლში დაიწვება და სრულად დამახინჯდება. მანამდე კი იგი სარკის საიდუმლოს შეიტყობს. ბარბარა სარკეს იპარავს და ისურვებს, მინდა მარიცა ფერერი გავხდეო. დამახინჯებული ბარბარა, ილამაზეს მარიცად იქცევა, ხოლო ულამაზესი მარიცა, კვლავ შეუხედავ ხულიანად გადაიქცევა.

მსახიობი პერსონაჟი პერსონაჟი
პაოლა რეი ხულიანა სოლერი / მარიცა ფერერი მთავარი გმირი
ხუან ალფონსო ბაპტისტა მარკოს მუტი მთავარი გმირი
გაბრიელა ვერგარა ბარბარა მონტესინოსი მთავარი ალქაჯი / გაბრიელ მუტის ცოლი და მარკოსის დედინაცვალი
ნატაშა კლაუსი ლუსმილა ხულიანას საუკეთესო მეგობარი
კრისტინა ლილი რეხინა სოლერი ხულიანას დედა
ხავიერ გომესი გაბრიელ მუტი მარკოსის მამა, ხულიანას მამა.
როსანა ფერნანდეს მალდონადო ქსიომარა ბარბარას დეიდაშვილი, მარკოსის საცოლე
პაულო ქევედო ალბერტო გუტიერესი ბარბარას საყვარელი
ალფრედო აჰნერტი ჩარლი მარკოსის მეგობარი
ანდრეს ფელიპე მარტინესი პაკო ტაპია ხულიანას ნათლია
პედრო მორენო ნინო არებატო ლუსმილას ძმა
სებასტიან ბოსკანი პედრო ბარახა ლუსმილას ქმარი
რაულ გუტიერესი კაეტანო რომერო ბარბარაზე უიმედოდ შეყვარებული და მისი თანამზრახველი
ნატალია ბედოია ჯინჯერი ნინოს საცოლე
დიდიერ ვან დერ ჰოვე ხავიერ როსალესი დეტექტივი
მარსელო ბუკეტი ხუან ტობიას ფონსეკა ხულიანაზე უიმედოდ შეყვარებული
ხულიო დელ მარი ნესტორ ფონსეკა ხუან ტობიასის მამა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება