ქალთა უფლებები ავღანეთის ისლამურ საამიროში (2021 წლიდან)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქალთა უფლებები ავღანეთის ისლამურ საამიროში რადიკალურად შეიცვალა 2021 წელს თალიბანი ხელისუფლებაში მოსვლისა და 15 აგვისტოს ქაბულის დაცემის შემდეგ. მოძრაობის წარმომადგენლები ორივე სქესის მოქალაქეებს თანაბარ შესაძლებლობებს ჰპირდებოდნენ, რაც არ განხორციელებულა. დაწესდა აკრძალვები ზოგიერთ პროფესიაზე, ბურკას ტარება, რომელსაც ასევე ჩადრს უწოდებენ (პუშტუ  چادري‎‎), გახდა სავალდებულო, ქალებისთვის განათლება სრულიად მიუწვდომელია (გოგონებს დაწყებით სკოლაშიც კი  ეკრძალებათ სიარული). ავღანელმა ქალებმა რამდენიმე აქცია გამართეს, რომელიც თალიბებმა დაარბიეს.[1]

ავღანელი ქალები ბურკაში

წინაისტორია

რედაქტირება

1996 წლიდან 2001 წლამდე, თალიბანის წინა რეჟიმის პირობებში, ქალთა უფლებები უკიდურესად შეიზღუდა. ავღანეთის ისლამური საამირო იყო ფუნდამენტალისტური ქვეყანა, რომლის ძირითადი კანონი ისლამურ შარიათს ეფუძნებოდა.  გარეთ გასვლისას ქალებს მოეთხოვებოდათ ჩადრის ტარება და ნათესავების ( მაჰრამის) თანხლება. დაუმორჩილებლობა შეიძლება  საჯარო ფიზიკური დასჯის მიზეზი გამხდარიყო. ასეთი მკაცრი წესები ეფუძნებოდა პურდის მორალურ და ეთიკურ კოდექსს.[2]

 
თალიბანის რელიგიური პოლიციის წარმომადგენელი ავღანელ ქალს საჯაროდ სჯის

2001 წელს საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალების მოსვლის შემდეგ ადგილობრივმა ქალებმა თანდათან მოიპოვეს მსოფლიოში აღიარებული უფლებები. მაგალითად, განათლების, თანმხლები პირის გარეშე სეირნობის, მანქანის მართვის, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის და სხვა. თუმცა მაშინაც კი, ავღანური საზოგადოება შორს იყო თანასწორუფლებიანობისკენ. მაგალითად, 15 წელზე უფროსი ასაკის ქალების მხოლოდ 19,9%-ს შეეძლო წერა-კითხვა, ხოლო მამაკაცებში —  49.4%-ს  (მონაცემები შეგროვდა 2016-2017 წლებში). Human Rights Watch-ის ანგარიშში ამტკიცებდა, რომ გოგონებს სკოლაში დასწრების უფლება მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემდეგ ჰქონდათ. ავღანელი ქალების მესამედი 18 წლამდე ქორწინდებოდა. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, გოგონების დაქორწინების მინიმალური ასაკი იყო 16 წელი, ან ერთი წლით ნაკლები, თუ მამის ან მესამე პირის ნებართვა იყო. სინამდვილეში, უფლებადამცველების თქმით, კანონს იშვიათად სცემდნენ პატივის და ქორწინებას ადრე აფორმებდნენ. მაგალითად, იყო ინფორმაცია თორმეტი წლის გოგონების გათხოვების შესახებ.

თალიბანის  მმართველობა (2021)

რედაქტირება

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თალიბებმა ქალებს არაერთი  შეზღუდვა დაუწესეს, თუმცა არც ისე მკაცრი, როგორც 20 წლის წინ. თუმცა თავად თალიბებში არ არსებობს მკაფიო ხაზი ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, ხშირად ბრძანებები სავარაუდოდ სარეკომენდაციოა, მაგალითად, ჩადრის ტარების მოთხოვნა ან სახლში დარჩენა. ფაქტობრივად, ქალები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ „რეკომენდაციებს“, შესაძლოა დაისაჯონ.[3]

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თალიბებმა ქალებს წამოუყენეს მკაცრი მოთხოვნები: არ გამოჩენილიყვნენ ქუჩაში ჩადრის და  მეუღლის (მაჰრამის) თანხლების გარეშე და აუკრძალეს მანქანების მართვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ აკრძალვებმა უმნიშვნელო გავლენა მოახდინა სოფლის მცხოვრებ ქალებზე,  შოკში ჩააგდო დიდი ქალაქების მაცხოვრებლები, სადაც ქალები მუშაობდნენ, მართავდნენ ბიზნესს და, ზოგადად,  ურბანული ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. ამის გამო, თალიბებმა სასწრაფოდ გააუქმეს დაწესებული შეზღუდვები, მაგალითად, კვების ობიექტებში ქალებისთვის ჭამის აკრძალვა, რამაც საბოლოოდ უზარმაზარი ზარალი მოუტანა რესტორნებს. საერთო ჯამში, ქალებზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად ქალების ნახევარმა სამსახური დაკარგა. თალიბებმა ასევე გაათავისუფლეს მთავრობაში დასაქმებული ქალების 90%.

თალიბები ქალებს არ ავალდებულებენ გარეთ თანმხლებ პირებთან — მაჰრამებთან ერთად სიარულს, მაგრამ აუკრძალეს შესვლა საჯარო ადგილებში, მათ შორის საცურაო აუზებში, სპორტდარბაზებში და გასართობ პარკებში.[4]

თალიბანის ახლად ფორმირებული მთავრობა კაცებისგან შედგებოდა. ისინი ძირითადად მოლები იყვნენ. მაგალითად, 2021 წლის სექტემბერში განათლების სამინისტროში ქალები საერთოდ არ მუშაობდნენ. ქვეყანაში სპორტი ხელმისაწვდომი დარჩა მხოლოდ მამაკაცებისთვის.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბებმა უნივერსიტეტები დაყვეს ქალების და მამაკაცების უნივერსიტეტებად, ასევე აუკრძალეს გოგონებს მეექვსე კლასის შემდეგ განათლების მიღება საშუალო სკოლების დროებით დახურვის საბაბით. 2022 წლის დეკემბერში ქალებს აეკრძალათ უნივერსიტეტებში სიარული, ხოლო სტუდენტებს თალიბანის პატრული არ უშვებდა შენობებში. ქალები მოაწყვეს საპროტეტსტო აქციები, მაგრამ მმართველი რეჟიმის დავალებით, ისინი დაარბიეს ჯოხებითა და მათრახებით. ამ საპროტესტო აქციების  გაშუქება აკრძალული იყო მედიაში. ამავე დროს ქვეყანაში გამოჩნდნენ ახალი რეჟიმის მხარდამჭერები, მათ  ქმედებებს მოძრაობის თალიბანის წარმომადგენლები იცავდნენ.[5]

არსებობს მოსაზრება, რომ თალიბანში არსებობს იდეოლოგიური განხეთქილება ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. მკაცრი შეზღუდვების მომხრეების  ჯგუფის ლიდერია ჰაიბათულა ახუნდზადე, ხოლო პრაგმატისტები მხარს უჭერენ შარიათის ნორმების ფარგლებში შეზღუდვებს Global Gender Gap Index-ის ანგარიშის მიხედვით, ავღანელი ქალები მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის ყველაზე უუფლებოებად არიან აღიარებულები. [6][7]

  1. Thursday briefing: What next for the thousands of women in Afghanistan banned from studying? The Guardian (22 დეკემბერი 2022). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2022.
  2. Esmatullah Kohsar, Sune Engel Rasmussen. Afghanistan’s Taliban Ban All Education for Girls .[მკვდარი ბმული] WSJ (21 დეკემბერი 2022). ციტირების თარიღი : 29 დეკემბერი 2022.
  3. Taliban orders head-to-toe coverings for Afghan women in public (7 May 2022). დაარქივებულია 7 მაისი 2022 . ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2022.
  4. Picheta, Rob; Mahmood, Zahid Taliban tell Afghan women to stay home because soldiers are 'not trained' to respect them[მკვდარი ბმული]. CNN (25 августа 2021). ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი 2021. დაარქივებულია 1 ოქტომბერი 2021 .
  5. Taliban impose gender segregation at universities in Afghanistan[მკვდარი ბმული]. 12 September 2021. Daily Sabah (12 სექტემბერი 2021). ციტირების თარიღი 23 სექტემბერი
  6. George, Susannah. Taliban reopens Afghan schools—except for girls after sixth grade (23 მარტი 2022).
  7. Ahmadi, Arif. Afghanistan Ranks Lowest in Gender-Gap Index, The Khaama Press News Agency (15 ივლისი 2022). დაარქივებულია 15 ივლისი 2022 ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2022.