ქალები კატარში
ქალები კატარში — კატარის პოლიტიკა ქალის უფლებებთან დაკავშირებით შეზღუდულია მამაკაცთა მეურვეობის კანონის გამო. [1] არსებობს შეზღუდვები, რომლებზეც გავლენას ახდენს ისლამის ვაჰაბიტური ინტერპრეტაცია. [2] ქალსა და მამაკაცს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 1999 წლიდან. კატარელ ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და არაბულ სამყაროში ყველაზე მაღალია, [3] რაც, ძირითადად, ხდება კატარელი ქალების მზარდი აქტიურობის შედეგად, რომლებიც აკადემიურ წოდებებს იღებენ. [4]
კატარელ ქალთა მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს. ძირითადად, მოსალოდნელია, რომ მათ უნდა ატარონ ტრადიციული ტანსაცმელი და უნდა იყვნენ განცალკევებული. ფსიქოლოგი მოუზა ალ მალკი ირწმუნება, რომ ქალთა სქესის განცალკევებაზე გავლენას ახდენს უფრო მეტად კულტურული ფაქტორები, ვიდრე რელიგიური ფაქტორები. [5]
განათლება
რედაქტირებაკატარელ ქალებს განათლების მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. რომელთაგან ერთია განქორწინებისგან თავის დაცვა. ბევრი კატარელი ქალი თვლის, რომ ქვეყანაში განქორწინების მაჩვენებლები იზრდება, თუმცა განქორწინების საერთო მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 8% -ს შეადგენს. მათ სჯერათ, რომ თუ ექნებათ დიპლომი, ისინი დაზღვეული იქნებიან ფინანსური ნგრევისგან, თუკი მათი მომავალი მეუღლეები ოდესმე გადაწყვეტენ განქორწინებას. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ კატარელი ქალები განათლების მიღებას ქალთა გაძლიერების ფორმად მიიჩნევენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლებლობაა, დაუმტკიცონ თავიანთი ღირსებები საზოგადოებას და მიაღწიონ ნამდვილ დამოუკიდებლობას. [6]
დასაქმება
რედაქტირებადასაქმების ყველაზე დიდ დაბრკოლებებს შორის არის საოჯახო ვალდებულებები, სამუშაო ადგილების მცირე რაოდენობა და ინგლისურის არასაკმარისი ცოდნა. საზოგადოების შეხედულებებმა ასევე უარყოფითად იმოქმედა ქალების დასაქმების შესაძლებლობებზე, რადგან მოსახლეობის კონსერვატიული ფენები თვლიან, რომ ქალებისათვის არასწორია მუშაობა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, სასტუმროების მუშაკებად და მსახიობებად. ამის მიუხედავად, კატარის მოსახლეობის უმეტესობა პოზიტიურად მიიჩნევს ქალთა მონაწილეობას სამუშაო ძალაში.[7]
სპორტი
რედაქტირებასპორტში ქალები იშვიათად მონაწილეობდნენ XXI საუკუნემდე. 1998 წელს კატარის მძლეოსნობის ფედერაციამ პირველად ჩაატარა შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალთა სპორტულმა ღონისძიებებმა. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 2012 წელს წარადგინეს მოცურავე, ათლეტი და მაგიდის ტენისის მოთამაშე ქალები.
პოლიტიკა
რედაქტირებაკატარში ქალები ხმას აძლევენ და შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საჯარო თანამდებობებისათვის არჩევნებში. ქალებმა პირველად ხმა მისცეს არჩევნებში 1999 წელს. ეს არჩევნები განზრახ ჩატარდა 1999 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს .
გენდერული თანასწორობა
რედაქტირებაკატარელმა ქალებმა მნიშვნელოვან იურიდიულ და სოციალურ უფლებებს მიაღწიეს 1990-იანი წლებიდან. შეიხა მოზა არის ქალთა უფლებების დამცველი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნულ პროცესში. ამ მიღწევების შედეგად, კატარელ ქალებს აქვთ მრავალი კარიერული შესაძლებლობა, მათ შორის ლიდერის პოზიციებზე. მათი მოქმედების სფეროს წარმოადგენს განათლება, საბანკო საქმე, საქველმოქმედო პროექტები, ჯანდაცვა და ადამიანური მომსახურება, ტურიზმი, სამართალი, სამოქალაქო სამსახური და დიპლომატია.
კატარში ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობა დაახლოებით 51%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და არაბულ სამყაროში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც კატარელ, ისე არაკატარელ ქალებზე მოქმედებს ხელფასებს შორის სხვაობა კაცებთან შედარებით: მათ 25-დან 50 პროცენტით უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, კატარი ანაწილებს მამაკაცთა სოციალურ შემწეობებს, რომლებიც მოიცავს კომფორტულ პირობებს საცხოვრებელი და სამოგზაურო თანხების კუთხით. ამ შემწეობებს ქალი ნაკლებად იღებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 წლამდე გაუთხოვარ ქალს სჭირდება მეურვის ელექტრონული ნებართვა (გასვლის ნებართვა) ქვეყნის დატოვების მიზნით. მამაკაცებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა ნებართვის გარეშე 18 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Qatari Women: Past and Present. Longman Group.
- Who's Who in Qatar 2008. Asia Pacific Infoserv. ციტირების თარიღი: 2021-12-24. დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World Report 2019: Qatar – Human Rights Watch. www.hrw.org. ციტირების თარიღი: 6 August 2019
- ↑ Qatar's Challenge to Saudi Arabia: An alternative view of Wahhabism. academia.edu. ციტირების თარიღი: 29 December 2014
- ↑ Labor force participation rate, female (% of female population ages 15+) (modeled ILO estimate). The World Bank. ციტირების თარიღი: 24 August 2018
- ↑ In Qatar, Education Drives Workforce Shifts for Women. Al Fanar Media. ციტირების თარიღი: 23 August 2018
- ↑ King, Courtney. (11 April 2003) For Qatari Women, Change Slow in Coming. ABC News. ციტირების თარიღი: 24 August 2018.
- ↑ James-Hawkins, Laurie (August 2017). „The Patriarchal bargain in a Context of Rapid Changes to Normative Gender Roles: Young Arab Women's Role Conflict in Qatar“. Sex Roles. 77 (3–4): 155–168. doi:10.1007/s11199-016-0708-9.
- ↑ Felder, Dell; Vuollo, Mirka. Qatari Women in the Workforce. RAND-Qatar Policy Institute (August 2008). ციტირების თარიღი: 24 August 2018.