ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონი

ქალბაჯარ-ლაჩინის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Kəlbəcər-Laçın iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რეგიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის: ქალბაჯარის, ლაჩინის, გუბადლის და ზანგილანის რაიონი. 1993-2020 წლებში, რეგიონი მთლიანად ოკუპირებული იყო და იმყოფებოდა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ.

ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონი

ფართობი — 6420 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 7,5% შეადგენს. მოსახლეობა (მათ შორის, დევნილებით, იძულებით გადაადგილებული პირებით) შეადგენს 244,0 ათას კაცს (2015 წლის მონაცემებით).[1] ფაქტობრივად, რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობონ მარტო სომხები.[2][3]

მრეწველობა რედაქტირება

რეგიონში მოიპოვება: ოქრო, ვერცხლისწყალი, ხრომიტი, მარმარილოთი მოპირკეთებისთვის სამშენებლო ქვა, პირიტი.

1988 წლის მონაცემებით, მრეწველობა წარმოდგენილია ადგილობრივი ნედლეულის დამუშავებით. რეგიონში განვითარებულია ხალიჩების ქსოვა.

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

1988 წლის მონაცემებით, რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, თამბაქოს მოყვანა, მევენახეობა, ხეხილის და მარცვლეულის მოყვანა.

ტურიზმი რედაქტირება

დასვენებისა და მკურნალობისთვის არსებობს ბუნებრივი ბალნეოლოგიური რესურსები და მინერალური წყლები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება