ქალბატონის პორტრეტი
ქალბატონის პორტრეტი (ინგლ. The Portrait of a Lady) არის ჰენრი ჯეიმზის რომანი, რომელიც პირველად სერიულად გამოქვეყნდა The Atlantic Monthly-სა და Macmillan's Magazine-ში 1880-1881 წლებში, შემდეგ კი 1881 წელს წიგნად გამოიცა. ეს არის ჯეიმზის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ვრცელი რომანი და შეფასებულია კრიტიკოსების მიერ, როგორც მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი.
„ქალბატონის პორტრეტი“ | |
---|---|
The Portrait of a Lady | |
პირველი ამერიკული გამოცემა | |
ავტორი | ჰენრი ჯეიმზი |
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი |
Houghton, Mifflin and Company, ბოსტონი Macmillan and Co, ლონდონი |
გამოცემის თარიღი |
29 ოქტომბერი, 1881 (Houghton) 16 ნოემბერი, 1881 (Macmillan) |
მედია | წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა) |
გვერდი |
Houghton: 520 Macmillan: პირველი ტომი, 266 მეორე ტომი, 253 მესამე ტომი, 248 |
წინამორბედი | Washington Square |
მომდევნო | The Bostonians |
"ქალბატონის პორტრეტი" არის ახალგაზრდა ამერიკელი ქალის - იზაბელ არჩერის ისტორია, რომელიც "უპირისპირდება თავის ბედს". როგორც ჯეიმზის ბევრი რომანი, ამის სიუჟეტიც უმეტესად ევროპაში, მეტწილად ინგლისსა და იტალიაში ხდება. ნაწარმოები ზოგადად აღიარებულია ჯეიმზის ადრეული პერიოდის შედევრად და ისხლეტს ახალ სამყაროსა და ძველს შორის განსხვავებებისადმი ავტორის მუდმივ ინტერესს. ნაწარმოები ასევე ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა პერსონალური თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ღალატი და სექსუალობა.
მთავარი თემები
რედაქტირებარომანთან დაკავშირებით ჯეიმზის პირვანდელი იდეა თავად მისი უბრალოება იყო. თუმცა მან მოგვიანებით სიუჟეტი გადააკეთა, რათა მისი მთავარი გმირი გამოეჩინა. ირონიულად, შინაარსი გახდა არაკომპრომისული ისტორია თავისუფალი სულის მქონე იზაბელისა, რომელიც თავისუფლებას კარგავს, მიუხედავად იმისა (ან იმიტომ) რომ უეცრად ძალიან მდიდრდება. თემატიკა - თავუსუფლება პასუხისმგებლობის წინააღმდეგ, მთელი ნაწარმოების მანძილზე ტრიალებს და ხსნის იზაბელის შესაძლო საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ოსმონდს დაუბრუნდეს. ამ მხრივ, ის ეგზისტენციალურია, რომ იზაბელი მიჩვეულია თავისი არჩევანის შედეგებთან ერთად პატიოსნად, თუმცა ოდნავ სიჯიუტით ცხოვრებას.
თუმცა ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს რომანის მეორე მთავარი თემა: იზაბელის სექსუალური შიშები და გაუბედაობა. მიუხედავად იმისა, რომ ქალის სახე წარმოჩენილია, ისე, რომ მას ძალუძს ძლიერი გამოწვევა, ის მაინც უგულებელყოფს ორ ძალიან ძლიერ და მამაკაცურ თაყვანისმცემელს - ლორდ უორბარტონს და გუდვუდს, გარეგნულად ნაკლებად საშიში და სრულიად ცივი ოსმონდის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის ანგლო-ამერიკული მწერლობის ჩვეულებებმა ხელი შეუშლალა ამ მხრივ იზაბელის პერსონაჟის სრულიად გულახდილ აღწერას, ჯეიმზი მაინც თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ მის ბედზე ნაწილობრივ მაინც მოახდინა გავლენა ვნებათა ტყვეობის სირთულეებმა.
ნაწარმოები ნაკლებადაა სავსე იზაბელის გმირის მიმოხილვით. რომანი აჩვენებს ტრანს-ატლანტიკური ცხოვრების უზარმაზარ პანორამასა და იმაზე გაცილებით ფართო სურათს, რაც კი ჯეიმზს მანამდე წარმოუჩენია. ეს ფულიანი სამყარო მიმზიდველი და აუჩქარებელი ჩანს, მაგრამ ამავდროულად აშკარავდება, რომ მუხანათობით, ტყუილითა და ტანჯვითაა გაუბედურებული. ჩანს, ავტორი ამბობს, რომ მხოლოდ იმედგაცრუებითა და დანაკარგით შეიძლება ადამიანი განსრულებულობამდე მივიდეს.
ლიტერატორული მნიშვნელობა და კრიტიკა
რედაქტირება"ქალბატონის პორტრეტმა" მაშინვე აღიარება მოიპოვა, რაც პირველად The Atlantic Monthly-ის გვერდებზე გამოჩნდა და ის ჯეიმზის ვრცელი რომანებიდან ყველაზე პოპულარულია. თანამედროვე კრიტიკოსებმა აღიარეს, რომ ჰენრი ჯეიმზმა ადამიანის გონებისა და მოტივაციის ანალიზი ახალ საფეხურზე აიყვანა, განსაკუთრებით ისეთ პოპულარულ ნაწერებში, როგორიცაა სახელგანთქმული 42-ე თავი, რომელშიც იზაბელი ღრმა მედიტაციას აკეთებს თავისი საქორწინო ღამისათვის და მახე, რომელშიც, ჩანს, რომ ის ებმება. ჯეიმზმა იზაბელის სიღრმისეული შიშების ანალიზი რომანის ნიუ-იორკული გამოცემის მიმოხილვაში გააკეთა.
რომანის შედარებით ახლანდელი კრიტიკა კი ფემინისტური, სოციოპოლიტიკური და ფორმალისტური მიმართულებებიდან წამოვიდა, თუმცა ზოგიერთმა კრიტიკოსმა ამ ყველაფერზე აღინიშნა, რომ ეს როგორღაც ანაქრონისტულია იმის მიმართ, რაც, ყველაფრს რომ თავი დავანებოთ, ვიქტორიანული ეპოქის პროდუქტია. კრიტიკოსები, განსაკუთრებით, იზაბელის ოსმონდთან საბოლოო დაბრუნებამ მოხიბლა, რომლებიც დაობენ იმაზე, დიდად ამართლებს თუ არა ჯეიმზი თავისუფლების ასეთ პარადოქსულ უგულებელყოფას. ერთი განმარტება ისაა, რომ იზაბელი არა მარტო სავალდებულოდ მიიჩნევს იმ პირობის შესრულებას, რომელიც თავის გერს - პენსის და მეუღლე ოსმონდსაც მისცა, არამედ ასევე თვლის, რომ ის სცენა, რომელსაც მისი ინგლისში "მიუღებელი" მოგზაურობა შექმნის ოსმონდთან, თავად მას უფრო გასამართლებელ პოზიციაში დატოვებს, რათა შემდეგ თავისი საშინელი ქორწინება დაასრულოს.
კრიტიკოსი ალფრედ ჰებეგერი ირწმუნებოდა, რომ რომანის მთავარი გმირი, იზაბელი დაუფუძნებული იყო კრისტი არჩერზე, ენ მონკურ კრეინის რომანიდან "რეჯინალდ არჩერი" (1871). კრეინი შესაძლოა ჯეიმზის გავლენა ყოფილიყო. ჰებეგერი ირწმუნებოდა, რომ ავტორი დაინტერესებული იყო კრეინის ქალი გმირებით. რომანის ნიუ-იორკული გამოცემის შესავალში ჯეიმზი ჯორჯ ელიოტის რამდენიმე ქალ გმირს შეეხო, როგორც თავის რომანზე შესაძლო გავლენას. ჰებეგერი კითხვის ქვეშ აყენებს ამ რწმუნებას და მაგალითად მოჰყავს სხვა მწერლები, რომლებიც იგივეს აკეთებდნენ.[1]
ასევე, კრიტიკული სტატიაა "ქალთმოძულეობის გადაწერა: ქალბატონის პორტრეტი და პაექრობა პოპულარულ თხზულებებზე" (Rewriting Misogyny: Portrait of a Lady and the Popular Fiction Debate) პოლ მ. ჰედელას მიერ. ავტორი აქაც საუბრობს კრეინის რომანთან კავშირებზე.[2]
კინო, ტელე ან თეატრალური ადაპტაციები
რედაქტირება1996 წელს ახალ ზელანდიელმა რეჟისორმა - ჯეინ კემპიონმა "ქალბატონის პორტრეტი" ფილმად გადაიღო, რომელშიც მონაწილეობენ: ნიკოლ კიდმანი, როგორც იზაბელი, ჯონ მალკოვიჩი, როგორც ოსმონდი და ბარბარა ჰერში, როგორც მადამ მერლი. ფილმმა ნელთბილი გამოხმაურება ჰპოვა. ჯეიმზი შესაძლოა დათანხმებულიყო იმ აზრს, რომ რომანი კარგი ვიზუალური პრეზენტაციის საშუალებას არ იძლევა. ავტორმა წიგნის ნიუ-იორკული გამოცემის შესავალში აღნიშნა, რომ რომანის საუკეთესო სცენას იზაბელის სკამზე უმოძრაოდ ჯდომა წარმოადგენს. როდესაც მსახიობ ლორენს ბერეტს სურდა, რომ ჯეიმზს რომანი პიესად გარდაექმნა, ავტორმა უპასუხა, რომ ის ფიქრობდა, ამის გაკეთება ვერ მოხერხდებოდა.
1968 წელს BBC-იმ "ქალბატონის პორტრეტი" მინისერიალად გადაიღო, რომელშიც მონაწილეობენ: სუზან ნივი, როგორც იზაბელი და რიჩარდ ჩემბერლენი, როგორც რალფ ტაჩეტი.
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "ქალბატონის პორტრეტის" გამოცემა ორიგინალ ჟურნალში (1880-81)
- "ქალბატონის პორტრეტის" "ნიუ-იორკული გამოცემის" ვერსია, ავტორის შესავლითურთ (1908)
- შენიშვნა "ქალბატონის პორტრეტის" სხვადასხვა ტექსტებზე, ამერიკის ბიბლიოთეკის ვებ საიტზე
- "ქალბატონის პორტრეტის" (1968) BBC-ის ვერსიის გვერდი IMDb-ზე
- "ქალბატონის პორტრეტის" (1996) კინო-ვერსიის გვერდი IMDb-ზე
- "ქალბატონის პორტრეტის" რუკა დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine.