ქალაქის მოურავის სარგო

ქალაქის მოურავის სარგო — ძველი ქართული სამართლებრივი ძეგლი, თბილისის მოურავის სამოხელეო შემოსავლის დებულება. შედგენილია XVIII საუკუნის დასასრულს მეფე ერეკლე II-ის ბრძანებით, ქალაქის მართვა-გამგეობის მოსაწესრიგებლად. მოურავის სარგოს დადგენასთან დაკავშირებით ძეგლში განსაზღვრულია თვით მოურავის უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე მდივანბეგის, ნაცვლის, მელიქის, მამასახლისის, ქედხუდის, ასასისა და მოქალაქის საქმიანობის ცალკეული მხარეები (სასამართლო და ადმინისტრაციულ-საპოლიციო ფუნქციები, სხვადასხვაგვარი საქონლის ნიხრისა და ბაჟის დაწესება, ვაჭრობის წესების დაცვა), ასნაფის (ამქრის) ზოგიერთი ვალდებულება და სხვა. ძეგლი მნიშვნელოვანი წყაროა გვიანდელ შუა საუკუნეების საქართველოს საქალაქო წყობილების შესასწავლად.

ლიტერატურა

რედაქტირება