ქალაქის ბაღი (ტომსკი)

ქალაქის ბაღი (რუს. Городской сад) — პარკი და გასართობი კომპლექსი ქალაქ ტომსკის ცენტრში, ნოვოსობორნის მოედნის აღმოსავლეთით, რომლისგანაც ჰყოფს საბჭოთა ქუჩა. სამხრეთიდან ესაზღვრება გერცენის ქუჩა, აღმოსავლეთიდან — ტომსკის სტადიონი, ხოლო ჩრდილოეთიდან — „ტომსკის გაზპრომ-ტრანსგაზის“ საავტომობილო პარკი.

თანამედროვე ტომსკის ქალაქის ბაღი დაარსდა 1886 წელს ნოვოსობორნის მოედნის დაჭაობებული ტერიტორიის ადგილზე (ადრე ქალაქის ბაღები მოქმედებდა ტომსკის სხვა რაიონებში). ბაღის შექმნის ინიციატივით გამოვიდა ტომსკის გუბერნატორი გერმან ტობიზენი. გეგმა შეიმუშავა „ტომსკის მთავარმა ბოტანიკოსმა“ პორფირი კრილოვმა. ბაღის ფართობი იყო 2 ჰა.

ტერიტორია მოაწყვეს ტრადიციული ინგლისური პეიზაჟური ბაღის სტილში. მოგვიანებით ბაღში დადგეს ჯიხური, სადაც იყიდებოდა ჩაი და გამაგრილებელი სასმელები. ასევე გახსნეს ბავშვთა სატანვარჯიშო მოედანი და სცენა. 1907 წელს ტომსკის წყალსადენის ამშენებელმა ძმები ბრომლეების ფირმამ უსასყიდლოდ ააგო შადრევანი. გარკვეულ დღეებში უკრავდა ორკესტრი, ბაღი გამოიყენებოდა დღესასწაულების გასამართად და სასეირნოდ. ბაღის ცენტრალური შესასვლელი არის ყოფილი ლუთერანების შესახვევის მხრიდან.

1917 წლის რევოლუციების შემდეგ ბაღში გაიმართა რევოლუციურად განწყობილი ხალხის მიტინგი.

1936 წლისათვის ადრე აქ მდგარი ლუთერანული ეკლესია დაანგრიეს და მოაწყეს ატრაქციონები, მუშაობდა რესტორანი, უკრავდა სიმფონიური ორკესტრი. დიდი სამამულო ომის დროს ქალაქის ბაღში ტომსკელებს მოჰყავდათ კარტოფილი.

1954 წელს ბარში მიმდინარეობდა სამი საერთაშორისო კონკურსისა და სტალინური პრემიის ლაურეატის ვიოლონჩელისტ მსტისლავ როსტროპოვიჩის გასტროლები. 1959 წელს დაამონტაჟეს ახალი ატრქაციონები. ამჟამად ბაღის დიდი ნაწილი უკავია ფოთლოვანი მცენარეების კორომებს.

2016 წლის 19-20 ნოემბრის ღამეს დაანგრიეს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი პარკში შესასვლელი აგურის თაღი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Сад // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 302-303. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Арку на входе в Городской сад снесли сегодняшней ночью.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-12. ციტირების თარიღი: 2019-01-18.