ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი
ქართველი პოეტი
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (გ. 1613) — ქართველი პოეტი. იყო კულტურული ტრადიციებით ცნობილ ომანიშვილ-ჩოლოყაშვილთ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი; მოურავი თეიმურაზ I-ის კარზე, შაჰ-აბასის ინტრიგების გამო მოღალატედ შერაცხეს; მოაკვლევინა თეიმურაზმა. ჩოლოყაშვილი რუსთაველის ეპიგონი პოეტია. ლექსითა და პროზით გაწყობილ მის სამიჯნურო-სადევგმირო თხზულებაში „ომაინიანი“ მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის შვილიშვილის ომაინ-ჭაბუკის თავგადასავალი. „ომაინიანი“ საინტერესო მასალას შეიცავს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრების წესზე. მხატვრული არასრულყოფილების მიუხედავად, თხზულების პოპულარობა უეჭველია, რასაც ამტკიცებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა სიმრავლე.
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი | |
---|---|
გარდაცვალების თარიღი | 1613 |
საქმიანობა | პოეტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- რუხაძე ტ., ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და მისი ომაინიანი, „ლიტერატურული ძიებანი“, 1953, ტ. 8;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- კეკელიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 147.