ქაან ურგანჯიოღლუ (თურქ. Kaan Urgancıoğlu, დ. 8 მაისი, 1981) — თურქი მსახიობი, პროფესიით ეკონომისტი.

ქაან ურგანჯიოღლუ
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1981 (1981-05-08) (43 წლის)[1]
იზმირი, თურქეთი[1]
ეროვნება თურქი
ალმა-მატერი მარმარის უნივერსიტეტი[1]
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2002-დღემდე
სიმაღლე 1.83 სმ

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქაან ურგანჯიოღლუ დაიბადა 1981 წლის 8 მაისს იზმირში. მისი მამა წარმოშობით თურქი, დედა, სერაფ ჩარფი კი – არაბ-ალბანელია. მას ჰყავს ერთი ძმა - ჯან ურგანჯიოღლუ. ქაანი სწავლობდა თურქულ კერძო საშუალო სკოლაში. ამის შემდეგ ოჯახთან ერთად გადავიდა აშშ-ში, სადაც სწავლობდა კოლეჯში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ 2000 წელს სტამბოლში დაბრუნდა და ჩაირიცხა მარმარის უნივერსიტეტში. ამავდროულად ქაან ურგანჯიოღლუმ დაიწყო სამსახიობო კარიერის შესწავლა. უნივერსიტეტის ცხოვრება მისთვის საკმაოდ გამომწვევი იყო გამომწვევი და დასრულდა 7 წლის შემდეგ.

2002 წელს, როდესაც ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა, შეაბიჯა სამსახიობო კარიერაში თურქ მსახიობ დემეთ აქბაღის (ოჯახის მეგობრის) რეკომენდაციით[2]. ამავე წელს აბდულაჰ ოღუზმა ქაანს შესთავაზა, მოესინჯა ძალები სერიალში. ქაანი მსახიობთა შერჩევაზე მივიდა და როლზეც დაამტკიცეს. მიიღო პირველი მთავარი როლი და განასახიერა ქარაოღლანი, ამავე სახელწოდების სერიალში, რომელიც Kanal D TV-ზე გადიოდა[2]. ამ სერიალმა ქაანს სამსახიობო სფეროში სტარტი ააღებინა. „Kampüsistan“-ში მონაწილეობით მან განაგრძო ტელეკარიერა და ყველაზე მეტად ცნობილი გახდა სერიალ „შავ სიყვარულში“ განსახიერებული როლით[2]. საერთო ჯამში, მონაწილეობა აქვს მიღებული 40-მდე პროექტში, აქედან 30 სერიალია, დანარჩენი კი – მხატვრული ფილმი.

2017 წელს ქაანმა მიიღო საუკეთესო ღიმილის მქონე და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის ჯილდო.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ქაან ურგანჯიოღლუ ხვდებოდა აზრა აქინს, რომელთან ერთანაც მონაწილეობდა ფილმში „პირველი სიყვარული“. 2012 წელს იგი ხვდებოდა დერინ მერმერჯის, მაგრამ დიდხანს არც ეს ურთიერთობა გაგრძელებულა. 2013 წელს აგრეთვე ჰქონდა ურთიერთობა ბერაკ თიუზუნათაჩთან. ამჟამად ხვდება ზეინეფ ოიმაქს.

ქაანი ფლობს თურქულ და ინგლისურ ენებს და დაინტერესებულია ექსტრემალური სპორტით.