ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია

ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის აღმოსავლეთით, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ღვთისმშობლის ეკლესიის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

ეკლესია დარბაზულია (8,1 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ფერის ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში — ორი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე ამოკვეთილია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. აღმოსავლეთ სარკმელი ფასადის მხრიდან ორნამენტირებულია. დასავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე X საუკუნის ასომთავრული წარწერაა „ქრისტე, ადიდე ბეშქენ სტეფანოზის ძე“[1]. სახურავი ორფერდაა. გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავზე დასავლეთით, დგას ეკლესიის ქვის მოდელი, ხოლო აღმოსავლეთით ქვისგან გამოთლილი ცხვრის თავი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
  1. ბიბლიოვიკი - ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია