ფუ-ჰინ-რონგ-კლის ეროვნული პარკი

ფუ-ჰინ-რონგ-კლის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ტაილანდში, რომელიც მოიცავს ლეის, ფიტსანულოკისა და პეტჩაბუნის პროვინციების ტერიტორიაზე. დაცული ტერიტორია მდებარეობს ლუანგ პრაბაგის მთიანეთში, ლაოსის საზღვრის მახლობლად და მიეკუთვნება ლუანგ პრაბანგის მთიანეთის წვიმიანი ტყეების ეკორეგიონს.[1] პარკის ტერიტორია ცივი ომის დროს ტაი მბრძოლთა ოპერაციების მთავარი ადგილი იყო.

ფუ-ჰინ-რონგ-კლის ეროვნული პარკი

ტოპოგრაფია

რედაქტირება
 
მანგ დაენგის ჩანჩქერი

ფუ-ჰინ-რონგ-კლის ეროვნული პარკის ლანდშაფტი ძირითადად მთიან ტერიტორიებს მოიცავს. პარკის ჩრდილოეთი ნაწილი ლაოსის საზღვართანაა გადაჭიმული. მისი სამხრეთი ნაწილი პეტჩაბუნის პროვინციამდეა გადაჭიმული. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მწვერვალები: ფუ ფანგ მა, ფუ ლომლო და ფუ ჰინ რონგ კლა. ფუ ლომლო ზღვის დონიდან 1664 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პარკის წყლის რესურსების მთავარი წყარო მდინარეები: მუიტ დონი და ლუანგ იაია.[2]

 
კომუნისტთა სოფელი პარკის ტერიტორიაზე

1968-1982 წლებში გაუვალი ჯუნგლები (ფურონგკლა) ტაილანდის კომუნისტურ პარტიასა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების ადგილი იყო. ომს გამარჯვებული არ ჰყოლია, რადგანაც დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა დროებითი მთავრობა გამოაცხადეს. მათ გაქცეულ სტუდენტებსა და ხალხს ჯუნგლებიდან უკან დაბრუნებისა და ქვეყნის განვითარებაში დახმარება შესთავაზეს.[3] ტაის მთავრობასა და კომუნისტებს შორის ბრძოლის დროს რეგიონში მდებარე ტყეების დიდი ნაწილი დაზიანდა და გარეული ცხოველების უმრავლესობა ამოხოცეს, ნაწილმა კი უფრო უსაფრთხო ადგილებს მიაშურა.[2]

პარკში მთელი წლის მანძილზე ძირითადად გრილი ტემპერატურაა და იშვიათად აღწევს 25° C-ზე მაღლა. ზოგჯერ ტემპერატურა ნულს ქვემოთაც ეცემა.[2]

 
ფუ ლომ ლო

პარკის ტერიტორიაზე ფოთლოვანი, მშრალი, მთის მარადმწვანე და ფიჭვის ტყეები გვხვდება.[2]

მეკონგის მშრალი ტყის ეკორეგიონის ქვედა ნაწილი ჰაბიტატების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტყეებს შორის უმთავრესი ფოთლოვანი ტყეა. მაღალი ხარისხის ნიადაგების ტერიტორიაზე და უფრო მაღალ ადგილებში შერეული ფოთლოვანი და ნახევრად მარადმწვანე ტყეებიც გვხვდება.

მშრალი ტყეების ექვსი ტიპიდან მხოლოდ ერთია ისეთი, სადაც მშრალ თვეებში (ნოემბერიდან აპრილამდე) ფოთოლცვენა ხდება. ტყეების ამგვარი ბუნება რეგიონის კლიმატთან, წვიმიან და მშრალ სეზონებთან ადაპტაციის შედეგია.

 
პარკის მარადმწვანე სარტყელი

ნახევრად მარადმწვანე ტყეების სტრუქტურა უფრო მაღალი და მრავალშროვანია, ვიდრე ფოთლოვანი ტყეებისა. მარადმწვანე ტყეები ბიომრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და მეტწილად დაბალ და სეზონური წვიმების სივრცეში მდებარეობს. კამბოჯის აღმოსავლეთ დაბლობების ლანდშაფტის ნახევრად მარადმწვანე ტყეებისთვის ბამბუკია დამახასიათებელი. მშრალი ტყეების ეკორეგიონში ნახევრად მარადმწვანე ტყეების არსებობა უმნიშვნელოვანესია დიდი ძუძუმწოვრებისა და სხვა სახეობებისთვის.

პარკის ტერიტორიაზე არსებული მთის მარადმწვანე ტყეები ტროპიკულ მარადმწვანე ტყეებთან შედარებით ნაკლებად გაუვალია. ტყეები მთელი წლის მანძილზე მწვანეა. ტემპერატურა გრილია, რადგანაც ტყეები ზღვის დონიდან მაღლა მდებარეობს. მთის მარადმწვანე ტყეები მნიშვნელოვანი წყლის რესურსების შენახვისთვის. ტყე ძირითადად ფიჭვებითა და ბუჩქებითაა შედგენილი. პატარა მცენარეებიდან, მთის მარადმწვანე ტყეში ორქიდეები და სხვა ტროპიკული მცენარეები, როგორიცაა ველური ვარდები და იასამნები, ხარობს.[4]

პარკში მდებარე ფიჭვის ტყეები ორფოთლოვანი და სამფოთლოვანი ფიჭვებისგან შედგება. ჩვეულებრივ, ფიჭვის ტყე წვიმიან ტყეებზე დაბლა ან იმავე დონეზე მდებარეობს. მშრალ ადგილებში, ფიჭვები ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრის სიმაღლეზეც შეიძლება ხარობდეს. ტაილანდში ფიჭვები ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში ხარობს.

 
ლან ჰინ ტაეკი

მას შემდეგ რაც პარკის ტერიტორიაზე ად|ამიანები დასახლდნენ, აქ გარეული ცხოველები ნაკლებად ბინადრობენ. პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე სახეობის ფრინველი ბუდობს.

კლდოვანი წარმონაქმნები

რედაქტირება

პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნებრივი კლდოვანი წარმონაქმნი, ლან ჰინ ტაეკი, რომელიც ორქიდეებით, ხავსებით, ლიქენებითა და სეზონური ყვავილებითაა დაფარული.[5]

  1. Luang Prabang montane rain forests
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Phu Hin Rong Kla National Park. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2016. ციტირების თარიღი: 29 May 2017.
  3. history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-29.
  4. hill evergreen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-28. ციტირების თარიღი: 2019-11-30.
  5. Phitsanulok at ThaiWebsites.com