ფუტკრის დაავადებანი

ფუტკრის დაავადებანი — განასხვავებენ ფუტკრის არაგადამდებ და გადამდებ დაავადებებს, ეს უკანასკნელი თავის მხრივ იყოფა ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებად. განვითარების სხვადასხვა სტადიაზე შეიძლება დაავადდეს ფუტკრის ოჯახის ყველა ინდივიდი (მუშა, მამალი, დედა ფუტკარი). ფუტკრის გადამდები დაავადებებია ვაროატოზი, აკარაპიდოზი, ნოზემატოზი, ამებიაზი, ბრაულოზი, მელანოზი, სენოტაინიოზი და ფიზოცეფალოზი. ამათგან ყველაზე საშიშია ვაროატოზი, რომელსაც იწვევს ტკიპა ვართოა იაკობსონი. მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ პრეპარატ ვაროიატინს.

ფუტკრის ბარტყის დაავადებებია:

  • ამერიკული სიდამპლე, იწვევს Bac. larvae, რომელიც აავადებს და ხოცავს თავგადაბეჭდილ ბარტყებს;
  • ევროპული სიდამპლე, იწვევენ str. apis და Bac. alvei, რომლებიც აავადებენ და ხოცავენ თავგადაუბეჭდავ ბარტყებს.

პროფილაქტიკა: დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვიყოლიოთ ძლიერი ოჯახები, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩავატაროთ სანიტარულ-პროფილაქტიკური ღონისძიებან.

მკურნალობა:ანტიბიოტიკები, სულფანილამიდური პრეპარატები შაქრისსიროფთან ერთად.

ლიტერატურა

რედაქტირება