ფურკის ორთქლისა და კბილა წევის რკინიგზა

ფურკის ორთქლისა და კბილა წევის რკინიგზა (გერმ. Dampfbahn Furka-Bergstrecke) — მთის რკინიგზის ხაზი შვეიცარიაში. გაიხსნა 1925 წელს. სიგრძე 17.838 კმ. არის ფურკა-ობერალპის რკინიგზის ძველი ვეებერთელა ნაწილი. მარშრუტის საწყის პუნქტად გვევლინება ურის კანტონის სოფელი რეალპი, საიდანაც გზა გრძელდება მდინარე როისის დასავლეთით. მდინარის საზღვრის ხაზი მაღლდება ტიფენბახის სადგურამდე (ზღვის დონიდან 1846 მ), უმაღლესი პუნქტი შემდეგ ფურკის სადგურია (ზღვის დონიდან 2160 მ). მარშრუტის გაყოლებით იწყება მუტბახ-ბელვედერეს სადგური (ზღვის დონიდან 2118 მ), საიდანაც აღწევს ვალეს კანტონის სოფელ ობერვალდს (ზღვის დონიდან 1366 მ). 1981 წელს რკინიგზის ხაზი დაიხურა, ხოლო 1992 წელს იგი ხელახლა აღადგინეს. ხაზის დიდი ნაწილი გაივლის ციცაბო ფერდობებს.

ფურკის ორთქლისა და კბილა წევის რკინიგზა
ფურკის ორთქლისა და კბილა წევის რკინიგზა
მიმოხილვა
ადგილმდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი გახსნილი
იწყება რეალპი, ური
მთავრდება ობერვალდი, ვალე
სადგურები 6
ინფორმაცია
გაიხსნა 1925
დაიხურა 1981
აღდგენილი 1992
მფლობელი ვერეინ ფურკა-ბერგშტრეკე
ოპერატორი ვერეინ ფურკა-ბერგშტრეკე
ტრაფიკი მატარებელი
ტიპი ისტორიული რკინიგზა
ტექნიკური მხარე
გვირაბის სიგრძე 17.838 კმ
ხაზის სიგრძე 17.838 კმ
ლიანდაგის სიგანე 1000 მმ
უმაღლესი ადგილი 2160 (ზღვის დონიდან)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება